www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტრენინგი - ფინანსური მენეჯმენტი და ბუღალტერია
მომწოდებელი: ეიჯი ინთერნეიშენალ კონსალთინგი
გამოქვეყნდა: 11 ნოემბერი / განცხადების ვადა: 11 დეკემბერი

საერთაშორისო აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია "ეიჯი ინთერნეიშენალ კონსალთინგი", (https://www.agic.ge) წარმოადგენს საერთაშორისო ასოციაცია Prime Global-ის წევრს საქართველოში, რომელიც მსოფლიოში უმსხვილესი ასოციაციების სამეულში შედის და გააჩნია წარმომადგენლობა 100-ზე მეტ ქვეყანაში (https://www.primeglobal.net).

"ეი ჯი აი სი აკადემია" გთავაზობთ უნიკალურ შესაძლებლობას არასამთავრობო სექტორში მომუშავე ფინანსისტებსა და ბუღალტრებს გაიაროთ ტრენინგი "ფინანსური მენეჯმენტი და ბუღალტერია არასამთავრობო სექტორისათვის".

ტრენინგის ჩატარება დაგეგმილია 2022 წლის დეკემბრის თვეში. ჯგუფში მსმენელების რაოდენობა განისაზღვრება მაქსიმუმ 15 ადამიანით, რაც მოგცემთ საშუალებას ტრენერებთან განიხილოთ ინდივიდუალური ქეისები.

ტრენინგი მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს როგორებიცაა:

** სხვადასხვა დონორების პოლიტიკა;
** ორგანიზაციის შიდა კონტროლის პროცესების შეფასება და მართვა, შიდა კონტროლისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
** ბუღალტრული აღრიცხვის სპეციფიკა;
** არაპირდაპირი ხარჯების თანადაფინანსების მეთოდები;
** საკურსო პოლიტიკა;
** ორგანიზაციისათვის აქტივების ეფექტური მართვა;
** პროექტის ფინანსური რეპორტინგი Excel-ში;
** მნიშვნელოვანი საგადასახადო სიახლეები;

ტრენინგის დასწრების შემდეგ თქვენ მიიღებთ:

** სიღრმისეულ ცოდნას გრანტების პროექტების მართვისა და რეპორტინგის პროცესის შესახებ
** ტრენინგზე განხილული მოდულების სწორად შესრულებისათვის გამზადებულ ფაილებს

სილაბუსი:

1 დღე: შიდა კონტროლი & აქტივების მართვა
2 დღე: საგადასახადო
3 დღე: დონორები & სავალუტო & არაპირდაპირი ხარჯები და დაფინანსება
4 დღე: ხარჯები & შესყიდვები
5 დღე: ფინანსური რეპორტინგი

ტრენინგზე დასწრებისათვის, გთხოვთ, გადახვიდეთ ბმულზე და შეავსოთ საჭირო ინფორმაცია: https://shorturl.at/ITY04.
დეტალური ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: +995 322 500 130; +995 577 27 99 14



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |