www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: HR მენეჯერი
მომწოდებელი: ალგანი
გამოქვეყნდა: 16 ნოემბერი / განცხადების ვადა: 16 დეკემბერი

დაცვის კომპანია "ალგანი" აცხადებს ვაკანსიას HR მენეჯერის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ადამიანური რესურსების პოლიტიკის შემუშავება და HR პროცესების მართვა
** კომპანიის HR სტრატეგიის შემუშავება და განხორციელების პროცესის მართვა;
** ორგანიზაციული კულტურის განვითარების ხელშეწყობა;
** კომპანიის ორგანიზაციული ანალიზი, სამუშაო აღწერების შემუშავება და მუდმივი განახლება;
** თანამშრომელთა მოზიდვისა და შერჩევის პროცესის ეფექტურად მართვა - კომპანიის სტრატეგიული გეგმებიდან გამომდინარე, ახალი პერსონალის მოზიდვის საჭიროების განსაზღვრა, შრომის ბაზარზე ადამიანური რესურსის ღირებულების შესწავლა და ანალიზი; საჭიროების შემთხვევაში კადრების (ადმინისტრაციის თანამშრომლების) რეზერვის ფორმირება და განახლება;
** თანამშრომელთა პროფესიული განვითარების მხარდაჭერა - პროფესიული განვითარების საჭიროების გამოვლენა და მათ კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა - სწავლების, გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების მიმდინარე და სამომავლო გეგმების შემუშავება;
** შესაბამისი პროფილის ორგანიზაციებთან სწავლისა და განვითარების საკითხებზე თანამშრომლობა;
** სამუშაოს შესრულების შეფასების სისტემის დანერგვა
** თანამშრომელთა მოტივაციასა და შენარჩუნებაზე ზრუნვა - შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად სტიმულირების და ** მატერიალური წახალისების ფორმების შემუშავება-დამუშავება, ანაზღაურების ფორმების სრულყოფა;
** თანამშრომლების მართვა
** თანამშრომლებთან რეგულარული შეხვედრების მოწყობა, მიმდინარე პროცესებისა და დაგეგმილ ცვლილებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
** კომპანიის ადმინისტრაციული პროცესების მართვა და ოპტიმიზაცია;
** სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინირებული კომუნიკაციისა და სხვადასხვა პროექტის ფარგლებში თანამშრომლობა;
** ადმინისტრაციული შენობის წესრიგის მუდმივი კონტროლი.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** HR მენეჯერად მუშაობის გამოცდილება;
** უცხო ენის ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** კომპეტენციები
** გუნდის მართვა;
** დაგეგმვა და ორგანიზება;
** პასუხისმგებლობა.

პირობები:

** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი;
** სამუშაო განაკვეთი: სრული

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@algani.ge ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |