www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ადამიანური რესურსების მართვის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: დრესარიუმი
გამოქვეყნდა: 16 ნოემბერი / განცხადების ვადა: 16 დეკემბერი

კომპანია "დრესარიუმი" აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების მართვის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

კომპანია "დრესარიუმი" წარმოადგენს საცალო ვაჭრობის მაღაზიების ქსელს. კომპანიის პორტფელშია შემდეგი ბრენდები: Hackett, Lion of Porches, Pepe Jeans, Mayoral, Original Marines, Lascana;

ძირითადი მოვალეობები:

** კადრების მოძიება;
** შერჩევა/დაქირავებისთვის საჭირო დოკუმენტების მომზადება;
** ბრძანებებს მომზადება: თანამშრომელთა დანიშვნის, გათავისუფლების, დათხოვნის, წახალისებისა, დისციპლინური პასუხისმგებლობისა და შვებულების შესახებ;
** თანამშრომელთა პირადი საქმეებსა და სოციალური დაცვის საკითხებს მართვა (მათ შორის დაზღვევის, პენსიის და ა.შ.);
** სამუშაო დროის გამოყენების ტაბელის მართვა;
** რეკრუტინგი, სამოტივაციო სქემის შექმნა;

სასურველი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ადამიანური რესურსების მართვის, ბიზნესის ადმინისტრირების ან ფსიქოლოგიის მიმართულებით);
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** საქართველოს შრომის კოდექსის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა;

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაციის კარგი უნარი;
** სამუშაო მოტივაცია;
** ინიციატივის გამოვლენის კარგი უნარი;
** დეტალებზე ორიენტაცია და სიზუსტე;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალობა;

თუ მზად ხართ იმუშაოთ სწრაფად განვითარებად კომპანიაში, განავითაროთ ბრენდები ქართულ ბაზარზე და შეიძინოთ პროფესიული გამოცდილება გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: info@dressarium.ge გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება;

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |