www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დასუფთავების თანამშრომელი
მომწოდებელი: სასტუმრო 1700
გამოქვეყნდა: 16 ნოემბერი / განცხადების ვადა: 16 დეკემბერი

სასტუმრო "1700" მდებარეობს ბაკურიანში, ამჟამად სასტუმროს განკარგულებაშია ორი კორპუსი 44 სუფთა და მყუდრო ოთახი, სასტუმრო გამოირჩევა ახალი, ელეგანტური ინტერიერით და კვალიფიციური თანამშრომლების მომსახურებით.

სასტუმრო "1700" აცხადებს ვაკანსიას დასუფთავების თანამშრომლის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** მისთვის განკუთვნილ სამუშაო სივრცეში (საზოგადო ადგილები, სამრეცხაო, სასტუმროს ოთახები, უნიფორმების ოთახი) სისუფთავის უზრუნველყოფა დადგენილი ფორმით და პერიოდულობით;
** ჰიგიენური სტანდარტების დაცვა;
** სამუშაო ინვენტარით სარგებლობის უსაფრთხოების ნორმების დაცვა
** სასტუმროს მენეჯერის დავალებების შესრულება;

ძირითადი მოთხოვნები:

** იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
** მოწესრიგებული, ჰიგიენური და კეთილგანწყობილი;
** ენერგიული და შრომისმოყვარე;
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
** პუნქტუალური და დისციპლინირებული;
** კომუნიკაბელური, თავაზიანი, ყურადღებიანი, არა კონფლიქტური

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამსახურს
** კვებით უზრუნველყოფას
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი ზრდისა და განვითარებისათვის

სამუშაო გრაფიკი და ანაზღაურება:

** სამუშაო საათები: ცვლები 09:00 - 18:00 ან 10:00 - 19:00;
** უქმე დღე: 1/7 - კვირაში 1 დღე
** ანაზღაურება: 800 ₾ ფიქსირებული

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: 1700hotel@gmail.com სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "დასუფთავების თანამშრომელი" ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 598490649



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |