www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: IT სპეციალისტი
მომწოდებელი: ტოიოტა ცენტრი თეგეტა
გამოქვეყნდა: 16 ნოემბერი / განცხადების ვადა: 16 დეკემბერი

შპს "ტოიოტა ცენტრი თეგეტა" აცხადებს ვაკანსიას IT სპეციალისტის პოზიციაზე.

შპს "ტოიოტა ცენტრი თეგეტა" წარმოადგენს "ტოიოტას" დილერს, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს უახლესი მოდელების ავტომობილებს, საგარანტიო და გეგმურ ტექნიკურ მომსახურებას, მაღალი ხარისხის ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებსა და აქსესუარებს. შპს "ტოიოტა ცენტრი თეგეტა" არის "თეგეტა მოტორსის" შვილობილი კომპანია, რომელიც 2013 წლიდან წარმატებით ოპერირებს ბაზარზე.

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული: https://toyota-tegeta.ge/ka

პირობები:

** მისამართი: თბილისი, ვაკე, უნივერსიტეტის ქ N6
** სამუშაო დრო: სრული განაკვეთი (09:30-დან 18:30-მდე)

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის კომპიუტერული და პერიფერიული ტექნიკის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა და შესაბამისი მომსახურების გაწევა;
** კომპიუტერული ტექნიკის საგარანტიო პერიოდების კონტროლი და მომსახურების პირობების შესრულების კონტროლი;
** ოფისში სხვადასხვა კომპიუტერული ტექნიკის საჭიროების დადგენა და შესაბამისი ინვენტარის ოპტიმალური ვარიანტების მოძიება;
** თანამშრომელთა ტექნიკურ პრობლემებსა ან მოთხოვნებზე დროული და ხარისხიანი რეაგირება;
** საბეჭდი კარტრიჯების რაოდენობების კონტროლი და აღრიცხვა;
** სამუშაო ადგილებზე ტექნიკის მონტაჟი/დემონტაჟი, გადაადგილება, შეერთება, კაბელების დალაგება არსებული ვიზუალური მოთხოვნების შესაბამისად;
** სამუშაო პროცესში სხვადასხვა დოკუმენტაციის მომზადება;
** შპს "თეგეტა მოტორსის" ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტთან კოორდინირებული მუშაობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** Microsoft Windows ოპერაციული სისტემების, სხვადასხვა სამომხმარებლო პროგრამების ინსტალირებისა და მომსახურების ცოდნა;
** MS Office-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** კომპიუტერული და საოფისე ტექნიკის ცოდნა - აწყობა, შეკეთება, მომსახურება;
** ქსელური ტექნიკის ზოგადი ცოდნა.

პიროვნული თვისებები / უნარები:

** დროის მართვის უნარი;
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
** გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, მიჰყევით ბმულს https://jobs.pointer.ge/tegeta-motors/detail-view?vacancyId=481 და შეავსეთ აპლიკაცია.

დამატებითი ინფორმაცია

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "თეგეტა მოტორსის" ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |