www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დავალიანების დამუშავების ოპერატორი
მომწოდებელი: ალგანი
გამოქვეყნდა: 16 ნოემბერი / განცხადების ვადა: 16 დეკემბერი

"ალგანი" აცხადებს ვაკანსიას დავალიანების დამუშავების ოპერატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები და ვალდებულებები:

** კომპანიაში შემოსული სატელეფონო ზარების მიღება, შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება ან/და ადრესატთან გადამისამართება;
** დავალიანების მქონე კლიენტებთან ყოველდღიურად ზარების განხორციელება და არსებული დავალიანების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** პრობლემურ კლიენტზე ინფორმაციის მომზადება და ანგარიშის მიწოდება უშუალო ხელმძღვანელისთვის;
** თანამდებობრივი ინსტრუქციით (სამუშაო აღწერილობა) გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სავალდებულოა ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა;
** სავალდებულოა კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:

** ორგანიზებულობა;
** საქმისა და დროის სწორად გადანაწილების უნარი;
** ინტერაქციისა და კომუნიკაციის უნარი;
** პრეზენტაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კონფიდენციალურობა, მოწესრიგებულობა და პუნქტუალურობა.

დამატებითი ინფორმაცია:

ანაზღაურება: 900 ლარი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00-19:00 საათი, შაბათს 10:00-14:00 საათი.

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: hr@algani.ge, წერილის სათაურში ("subject") აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება - დავალიანების დამუშავების ოპერატორი, წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატი არ განიხილება.

დაცვის კომპანია "ალგანში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დაცვის კომპანია "ალგანის" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

დაცვის კომპანია "ალგანი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |