www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მარკეტინგის სპეციალისტი
მომწოდებელი: მადარტი
გამოქვეყნდა: 18 ნოემბერი / განცხადების ვადა: 18 დეკემბერი

კომპანია "მადარტი" 2009 წლიდან მოყოლებული დღემდე წარმატებით ინარჩუნებს საკონდიტრო ბაზარზე ლიდერის პოზიციას. "მადარტის" უპირატესობას კონკურენტებთან მიმართებაში განსაზღვრავს ჯანსაღი და უვნებელი პროდუქციის წარმოება, მრავალფეროვანი ასორტიმენტი, მოქნილი და გამარტივებული მიტანისა და შეკვეთის სერვისი და მომხმარებლის კმაყოფილებაზე ორიენტირებული მომსახურების შეთავაზება.

კომპანია "მადარტი" დასაქმების მსურველებს იწვევს მარკეტინგის სპეციალისტის პოზიციაზე სამუშაოდ.

სამუშაო ადგილი: თბილისი (ბელიაშვილის ქ)
სამუშაო განაკვეთი: სრული (კვირაში 5 სამუშაო დღე)

ფუნქცია-მოვალეობები:

** მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვასა და დანერგვაში მონაწილეობა;
** ციფრული და სოციალური მედიის სტრატეგიის შემუშავება;
** სოციალური პლატფორმების მართვა და ანალიტიკა;
** მარკეტინგული მასალების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
** ბეჭდურ კომპანიებთან მუშაობა ბრენდირებული მასალების შესაქმნელად;
** ბაზრის კვლევა მომხმარებელთა ტენდენციებისა და ჩვევების დასადგენად;
** ბრენდის ცნობადობის ხელშეწყობა ციფრული და ტრადიციული მარკეტინგული საშუალებებით;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ, პოზიციის შესაბამისი დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სასურველია მარკეტინგის მიმართულებით;
** შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** კრეატიულობა და ანალიტიკური აზროვნება
** სწორი კომუნიკაციის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** პრეზენტაციის ჩატარების უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე 18 დეკემბრამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@madart.ge-ზე. გთხოვთ "subject" ველში მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს "მადარტმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზე.

კომპანია "მადარტი" გისურვებთ წარმატებას!

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |