www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საწყობის თანამშრომელი
მომწოდებელი: თეგეტა მოტორსი
გამოქვეყნდა: 18 ნოემბერი / განცხადების ვადა: 18 დეკემბერი

თეგეტას გუნდში საწყობის თანამშრომელს ვეძებთ.

ჩვენ ვართ უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში. 26 წელია ვზრუნავთ სფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ. "თეგეტას" მუდმივი ზრდა და განვითარება კი ჩვენი პროფესიონალების გუნდის მუშაობის ლოგიკური შედეგია.

ფუნქცია მოვალეობები:

** საწყობში შემოსული პროდუქციის აღრიცხვა, დასაწყობება და აღრიცხვის (დანაკლისების და მეტობის აღრიცხვა) შედეგების მიწოდება მარაგების დეპარტამენტისთვის;
** მომხმარებლისთვის გამოწერილი ინვოისის საფუძველზე მათზე პროდუქციის გაცემა;
** საჭიროების შემთხვევაში სხვა ფილიალებიდან და საწყობიდან პროდუქციის გამოწერა ან/და გადაწერა; აღნიშნული პროდუქციის პროგრამა SAP-ERP-ში ასახვა;
** წუნდებული და დაბრუნებული პროდუქციის ჩამოწერა და პროგრამულად ასახვა;
** დაქვემდებარებულ თანამშრომლებზე სამუშაოს განაწილება და შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლი;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ სამუშაო სტანდარტების დაცვისა და სამუშაო ადგილზე დროულად გამოცხადების კონტროლი.

უნარები:

** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი
** გუნდის მართვის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** პრობლემების მოგვარების უნარი
** სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი

დამატებითი მოთხოვნები:

** საწყობში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** უმაღლესი განათლება
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
** MS Office პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა
** სასურველია SAP-ში მუშაობის გამოცდილება

ჩვენ დაგახვედრებთ:

პროფესიონალების გუნდსა და გარემოს, რომელშიც გექნება პროფესიული განვითარების შესაძლებლობა, მათ შორის ტრენინგების საშუალებითაც. შემოგთავაზებთ სამედიცინო დაზღვევას და რა თქმა უნდა, სხვადასხვა კორპორაციულ შეთავაზებებს.

იმედია მალე შევხვდებით,
საუკეთესო სურვილებით, თეგეტა

განაცხადის სანახავად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://jobs.pointer.ge//tegeta-motors/detail-view?vacancyId=478



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |