www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: რესტორანი საღიღინო
გამოქვეყნდა: 18 ნოემბერი / განცხადების ვადა: 18 დეკემბერი

რესტორანი "საღიღინო" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სტუმრების მიღება, მომსახურება და გაცილება დადგენილი სტანდარტის შესაბამისად;
** მენიუს კერძების/სასმელების შემადგენლობის ცოდნა და სტუმრებისათვის შეთავაზება;
** მიღებული შეკვეთების მიხედვით სამზარეულოსთან დროული და ორგანიზებული კომუნიკაცია;
** მაგიდების მოწესრიგება და სერვირება მიღებული სტანდარტის შესაბამისად;
** კომპანიაში არსებული სერვისის, შრომის უსაფრთხოებისა და ჰიგიენის სტანდარტების დაცვა.

აუცილებელი მოთხოვნები:

** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** ქართულ ენაზე გამართულად მეტყველებისა და კომუნიკაციის უნარი;
** შერჩევის პროცესში პრიორიტეტი მიენიჭებათ ანალოგიურ პოზიციაზე გამოცდილების მქონე კანდიდატებს.

აუცილებელია კანდიდატი იყოს:

** თავაზიანი;
** ორგანიზებული;
** სხარტი;
** ახალ გარემოში მარტივად ორიენტირების უნარით;
** ყურადღებიანი;
** პასუხისმგებლობიანი.

საკონტაქტო ელფოსტა: tbgroup.int@gmail.com



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |