www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მარკეტინგის სამსახურის უფროსი
მომწოდებელი: ავერსის კლინიკა
გამოქვეყნდა: 22 ნოემბერი / განცხადების ვადა: 6 დეკემბერი

შ.პ.ს "ავერსის კლინიკა" აცხადებს მარკეტინგის სამსახურის უფროსის ვაკანსიას.

ძირითადი მოვალეობები:

** ბრენდის განვითარებაზე ზრუნვა;
** მარკეტინგული სტრატეგიის შედგენა და მისი აღსრულება;
** მარკეტინგული ბიუჯეტის შედგენა;
** მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება;
** მარკეტინგული კვლევების ორგანიზება;
** შესასრულებელი დავალებების დელეგირება დაქვემდებარებულ თანამშრომლებს შორის და შესრულების მონიტორინგი;
** ივენთების და გასვლითი აქციების ორგანიზება;
** საკომუნიკაციო არხების მართვა და შედეგიანობის ანალიზი;
** ბაზრის კვლევა და ანალიზი;
** ციფრული არხების მართვა;
** შედეგების რეპორტინგი ხელმძღვანელთან.

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება/მაგისტრატურა ბიზნეს ადმინისტრირების, მარკეტინგის მიმართულებით;
** მარკეტინგის სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV ელექტრონული ფოსტით მისამართზე hr_clinic@aversi.ge. ელფოსტის საგნის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "მარკეტინგის სამსახურის უფროსი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება.

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა - 6/12/2022

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |