www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დამხმარე სპეციალისტი შრომის უსაფრთხოების სამსახურში
მომწოდებელი: ნიკორა
გამოქვეყნდა: 22 ნოემბერი / განცხადების ვადა: 11 დეკემბერი

კომპანია "ნიკორა" 1998 წელს ქართული კაპიტალით დაარსდა. დღესდღეობით ნიკორა წარმოდგენილია ჰოლდინგის სახით, რომელიც აერთიანებს თოთხმეტ შვილობილ კომპანიას. ჰოლდინგში წარმოდგენილი კომპანიები უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებითა და თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვით მომხმარებელს მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს, როგორიცაა: ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, თევზეული, რძის პროდუქტები, ნაყინი, პურ-ფუნთუშეული, ღვინო. კომპანიას, ასევე, აქვს საკუთარი სადისტრიბუციო ქსელი, მაღაზიათა ქსელი საქართველოს მასშტაბით და საკალმახე მეურნეობა. "ნიკორა" არის მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში, რომლის პრიორიტეტებია: მრავალფეროვანი და უმაღლესი ხარისხის პროდუქციის ასორტიმენტი.
სს "ნიკორა" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი აქტიური დამსაქმებელია. ამჟამად, ჰოლდინგში 8000-ზე მეტი თანამშრომელია და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება.

სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე: http://www.nikora.ge

სს "ნიკორა" აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების სამსახურში დამხმარე სპეციალისტის პოზიციაზე.

სამსახურის ადგილმდებარეობა: ალ. მრევლიშვილის, თბილისი, საქართველო
სამუშაო განრიგი: ორშაბათი - პარასკევი, 09:00-18:00 საათი, 1 საათი შესვენება

ძირითადი მოვალეობები:

** რისკების შესწავლა, შეფასება და საფრთხეების იდენტიფიცირება;
** უბედური შემთხვევების ალბათობის პრევენცია;
** სამუშაო დიაგრამების, ცხრილებისა და ანკეტების წარმოება;
** ცეცხლმაქრების შემოწმება;
** საწარმოს რისკის მომცველი უბნების ყოველდღიური მონიტორინგი;
** სახელმძღვანელოს პერიოდული განახლება-აქტუალიზაცია და დროულად მიწოდება ხელმძღვანელ პირებსა და პერსონალისთვის;
** საგანგებო შემთხვევის შესახებ (ხელის გაჭრა და სხვა) ხელმძღვანელობისთვის ანგარიშის ჩაბარება;
** შრომის უსაფრთხოების საკითხებში შიდა აუდიტების წარმოება, ანალიზი, შედეგების წარდგენა ხელმძღვანელ პირებთან;
** ახალ თანამშრომელთა პირველადი ინსტრუქტირება- სწავლება;
** შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით პერსონალის ქცევის მონიტორინგი;
** უბედური შემთხვევები დროს აუცილებელი ღონისძიებების გატარება;
** უბედური შემთხვევების სიმძიმის შეფასება;
** საგამოძიებო პროცესებში მონაწილეობა საჭიროების შემთხვევაში;
** უბედური შემთხვევების რეგისტრაცია და ანგარიშის წარდგენა საჭიროების შემთხვევაში;
** ყოველდღიური საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტაციების წარმოება საჭიროების შემთხვევაში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის კვალიფიკაცია (სრული პროგრამის სერთიფიკატი);
** სასურველია 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება შრომის უსაფრთხოების მიმართულებით;
** Ms Office (Word - საშუალოდ; Excel - საშუალოდ);
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.

პიროვნული უნარები-ჩვევები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** შედეგებსა და განვითარებაზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: jobs@nikora.ge და სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

განცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 2022 წლის 11 დეკემბერი.

თქვენს მიერ ზემოაღნიშნულ ელ.ფოსტაზე გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე. მონაცემების შენახვის ვადაა 1 წელი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |