www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დისტრიბუტორი
მომწოდებელი: ჯი პი გრუპი
გამოქვეყნდა: 22 ნოემბერი / განცხადების ვადა: 22 დეკემბერი

"ჯი პი გრუპი" აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუტორის თანამდებობაზე.

შპს "ჯი პი გრუპი" არის ჰიგიენური და საკანცელარიო ნივთების სადისტრიბუციო კომპანია რომელიც ემსახურება მსხვილ ორგანიზაციებს საქართველოს მასშტაბით. კომპანია სხვებისგან გამოირჩევა პროდუქციის უსაზღვრო არჩევანით, შეთანხმებულ ვადებში მიწოდებით და რაც მთავარია პროდუქციის ხარისხთან შესაბამისი ფასებით.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ ანაზღაურებას - 800 ლარი (მზარდი)+ ბონუსი
** კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
** მეგობრულ სამუშაო გარემოს.

სამუშაო გრაფიკი:

** ორშაბათი-პარასკევი: 09:30-18:00
** შაბათი: 09:30-15:00
** კვირა: დასვენება.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ფოთის ქ. 12/14

აუცილებელი მოთხოვნები:

** ავტომობილის მართვის მოწმობა.
** წინასწარ განსაზღვრულ მისამართებზე პროდუქციის გადატვირთვა;
** ზედნადების მიხედვით შეკვეთების მითვლა/მიწონვა და მანქანის დატვირთვა;
** ობიექტების მომარაგება გაწერილი გეგმისა და მარშრუტის მიხედვით;
** ობიექტებიდან საჭირო ინფორმაციის მიღება და ხელმძღვანელისთვის მიწოდება;
** ავტომანქანის სისუფთავისა და ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი;
** კომპანიის ანგარიშზე დღის ბოლოს ნაღდი ფულის შეტანა;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება;
** შეკვეთების დროული და უსაფრთხო დისტრიბუცია.
** საწყობში ყოფნისას, საჭიროებიდან გამომდინარე საწყობის თანამშრომლებისთვის დახმარების გაწევა.
** ობიექტებიდან საჭირო ინფორმაციის ამოღება და ხელმძღვანელისთვის მიწოდება;

პიროვნული თვისებები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** აქტიური;
** მოტივირებული;
** კომუნიკაბელური;
** პუნქტუალური;

დაინტერესებულმა პირებმა CV ფოტოსურათით გამოგზავნეთ ელ-ფოსტაზე: info@gp-group.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |