www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მედიცინის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი - სტომატოლოგია
მომწოდებელი: ევროპის უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 22 ნოემბერი / განცხადების ვადა: 22 დეკემბერი

შპს "ევროპის უნივერსიტეტი" აცხადებს ღია კონკურსს მედიცინის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის არჩევის მიზნით სტომატოლოგიის ინგლისურენოვანი და ქართულენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში აკადემიური ნიშნით კლინიკურ დისციპლინებში შემდეგი მიმართულებებით:

ინგლისურენოვანი დისციპლინები:

** თერაპიული სტომატოლოგიის მიმართულება - ორი პროფესორის, ორი ასოცირებული პროფესორის, ორი ასისტენტ პროფესორის, ერთი ასისტენტის ვაკანტური თანამდებობა;
** ორთოპედიული სტომატოლოგიის მიმართულება - ორი პროფესორის, ორი ასოცირებული პროფესორის, ორი ასისტენტ პროფესორის, ერთი ასისტენტის ვაკანტური თანამდებობა;
** ქირურგიული სტომატოლოგიის მიმართულება (პირის ღრუს ქირურგია) - ორი პროფესორის, ორი ასოცირებული პროფესორის, ორი ასისტენტ პროფესორის, ერთი ასისტენტის ვაკანტური თანამდებობა;
** ქირურგიული სტომატოლოგიის მიმართულება (ყბა-სახის ქირურგია) - ორი პროფესორის, ორი ასოცირებული პროფესორის, ორი ასისტენტ პროფესორის, ერთი ასისტენტის ვაკანტური თანამდებობა;
** ორთოდონტიის მიმართულება - ორი პროფესორის, ორი ასოცირებული პროფესორის, ორი ასისტენტ პროფესორის, ერთი ასისტენტის ვაკანტური თანამდებობა;

ქართულენოვანი დისციპლინები:

** თერაპიული სტომატოლოგიის მიმართულება-ერთი პროფესორის, ერთი ასოცირებული პროფესორის, ერთი ასისტენტ-პროფესორის, ერთი ასისტენტის ვაკანტური თანამდებობა;
** ორთოპედიული სტომატოლოგიის მიმართულება - ერთი პროფესორის, ერთი ასოცირებული პროფესორის, ერთი ასისტენტ-პროფესორის, ერთი ასისტენტის ვაკანტური თანამდებობა;
** ქირურგიული სტომატოლოგიის მიმართულება (პირის ღრუს ქირურგია) - ერთი პროფესორის, ერთი ასოცირებული პროფესორის, ერთი ასისტენტ-პროფესორის, ერთი ასისტენტის ვაკანტური თანამდებობა;
** ქირურგიული სტომატოლოგიის მიმართულება (ყბა-სახის ქირურგია) - ერთი პროფესორის, ერთი ასოცირებული პროფესორის, ერთი ასისტენტ-პროფესორის, ერთი ასისტენტის ვაკანტური თანამდებობა;
** ორთოდონტიის მიმართულება - ერთი პროფესორის, ერთი ასოცირებული პროფესორის, ერთი ასისტენტ-პროფესორის, ერთი ასისტენტის ვაკანტური თანამდებობა;

საკონკურსო (საკვალიფიკაციო) მოთხოვნები:

პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

** დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
** სულ მცირე 6 წელი სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
** შესაბამისი სასწავლო კურსების თემატიკის მიმართულებით გამოქვეყნებული (ბოლო 5 წლის განმავლობაში) სამეცნიერო პუბლიკაციები ან მათი თანაავტორობა;
** შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება;
** ინგლისური ენის არანაკლებ B2- დონეზე ცოდნა (ინგლისურენოვანი დისციპლინების შემთხვევაში).

ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

** დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
** სულ მცირე 3 წელი სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
** შესაბამისი სასწავლო კურსების თემატიკის მიმართულებით (ბოლო 5 წლის განმავლობაში) სამეცნიერო პუბლიკაციების გამოქვეყნება ან მათი თანაავტორობა;
** შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება.
** ინგლისური ენის არანაკლებ B2- დონეზე ცოდნა (ინგლისურენოვანი დისციპლინების შემთხვევაში).

ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

** დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
** შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით (ბოლო 5 წლის განმავლობაში) სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციების გამოქვეყნებები ან მათი თანაავტორობა;
** შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება.
** ინგლისური ენის არანაკლებ B2- დონეზე ცოდნა (ინგლისურენოვანი დისციპლინების შემთხვევაში).

ასისტენტის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

** ასისტენტად შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორი ან დოქტორანტი კლინიკურ სპეციალობაში
** შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება.
** ინგლისური ენის არანაკლებ B2- დონეზე ცოდნა (ინგლისურენოვანი დისციპლინების შემთხვევაში).

საკონკურსოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია საბუთების წარმოდგენის ეტაპზე კომისიას ელექტრონულად (ელ. ფოსტაზე: info@eu.edu.ge) წარმოუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

** განაცხადი კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შესაბამისი დარგისა და აკადემიური თანამდებობის მითითებით; ავტობიოგრაფია (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე ევროპის უნივერსიტეტის ფორმატში (განაცხადის და CV-ის ფორმა იხილეთ შემდეგ ბმულზე: https://www.eu.edu.ge/ge/stomatologia-ghia-konkursi.
** პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
** კვალიფიკაციის დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები (უცხოეთში მიღებული განათლების შემთხვევაში განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი);
** პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები (გარდა ასისტენტის თანამდებობის დასაკავებლად წარმოდგენილი საკონკურსო განაცხადისა;
** საკონკურსო თანამდებობის/დარგის ადეკვატური სამეცნიერო ნაშრომები, ან მათი ასლები (გამოქვეყნებული ბოლო 5 წლის განმავლობაში), გარდა ასისტენტის თანამდებობის დასაკავებლად განცხადების წარმოდგენისა;
** შესაბამისი სილაბუსები (ელექტრონული ვერსია);
** სერტიფიკატის ასლი, რომელიც ადასტურებს სამედიცინო განათლების მეთოდოლოგიაში ტრენინგის გავლის ფაქტს (არსებობის შემთხვევაში),
** ცნობა სამუშაო ადგილიდან, რომელიც ადასტურებს კლინიკურ გამოცდილებას, გარდა ასისტენტის თანამდებობის დასაკავებლად განცხადების წარმოდგენისა;
** შესაბამისი სპეციალობის სახელმწიფო სერტიფიკატი;
** ინგლისური ენის ცოდნის დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი (არსებობის შემთხვევაში);
** "სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ" შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა".
** სხვა დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია (არსებობის შემთხვევაში).
ინგლისურენოვანი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში კონკურსანტი ასევე ვალდებულია წარმოადგინოს ქართულ ენაზე შესრულებული თარგმანი.

კონკურსი ჩატარდება შპს "ევროპის უნივერსიტეტის პერსონალის შერჩევის წესის" შესაბამისად და მოიცავს ორ ეტაპს:

** პირველი ეტაპი - კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი საბუთების გადარჩევა-შეფასება.
** მეორე ეტაპი - საჩვენებელი ლექციის ჩატარება.

კონკურსის ვადები:

1. კონკურსი გამოცხადებულია 2022 წლის 22 ნოემბრიდან;
2. აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2022 წლის 23 დეკემბრიდან 28 დეკემბრის ჩათვლით;
3. კონკურსის პირველი ეტაპი ჩატარდება არაუგვიანეს 2022 წლის 30 დეკემბერს;
4. კონკურსის მეორე ეტაპი ჩატარდება არაუგვიანეს 2022 წლის 5 იანვარს;
6. კონკურსის შედეგები გამოცხადდება არაუგვიანეს 2022 წლის 6 იანვარს;
7. კონკურსანტის მიერ სააპელაციო განაცხადის წარმოდგენის ვადაა 2022 წლის 9 იანვრიდან 11 იანვრის ჩათვლით.

საკონტაქტო ინფორმაცია კონკურსანტებისათვის

კონკურსანტთა განაცხადების მიღებას, რეგისტრაციას უზრუნველყოფს ევროპის უნივერსიტეტის საქმისწარმოების სამსახური, ხოლო კონკურსანტთა კონსულტირებას ადამიანური რესურსების მართვის სამსახური.

საკონტაქტო რეკვიზიტები: დ. გურამიშვილის გამზ. N76. info@eu.du.ge; ტელ.: 032 2 000 171



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |