www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მომხმარებელთა მრჩეველი
მომწოდებელი: Optimo
გამოქვეყნდა: 22 ნოემბერი / განცხადების ვადა: 22 დეკემბერი

კომპანია "OPTIMO" აცხადებს ვაკანსიას მომხმარებელთა მრჩევლის პოზიციაზე.

"OPTIMO" - გაყიდვებისა და მარაგების მართვის პროგრამაა მაღაზიებისთვის და საკვები ობიექტებისთვის. "ოპტიმო" მორგებულია მცირე და საშუალო ბიზნესების საჭიროებებს, არის მარტივი, მოქნილი და ხელმისაწვდომი. ბიზნესის მფლობელებს შესაძლებლობას აძლევს ნებისმიერი ადგილიდან სადაც ინტერნეტია, თვალი ადევნონ ობიექტზე მიმდინარე პროცესებს, აკონტროლონ შემოსავლები, მარაგები და მიიღონ სასარგებლო სტატისტიკა მათი ბიზნესის განვითარებისთვის, ხოლო მოლარეებს კი უმარტივებს სამუშაო პროცესს.

უფრო დეტალურად: https://www.optimo.ge

რა იქნება შენი ძირითადი მოვალეობა:

** მომხმარებლებისთვის საინფორმაციო მომსახურების გაწევა
** მომხმარებლების მიერ დაფიქსირებულ პრობლემებზე დროული რეაგირება
** გამავალი ზარების განხორციელება პროდუქციის გაყიდვების მიზნით
** ონლაინ ჩათის მართვა
** რეპორტინგის წარმოება

სასურველია:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** უცხო ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა
** საოფისე პროგრამების საშუალო დონეზე ცოდნა

თუ გაქვს შესაბამისი უნარები, გელით:

** გაქვს ეფექტური კომუნიკაციის უნარები
** გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა
** არ გაშინებს ციფრული სამყაროს გამოწვევები

ჩვენ გთავაზობთ:

** ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს
** მეგობრულ და პროგრესულ გუნდში მუშაობის შესაძლებლობას
** ფიქსირებულ ანაზღაურებასთან ერთად დამატებით ბონუსის გამომუშავების საშუალებას
** ჯანმრთელობის დაზღვევას

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსოთ ინფორმაცია და გამოგვიგზავნოთ CV ლინკზე: https://bit.ly/3g2x0px.

წარმატებებს გისურვებთ!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |