www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უსაფრთხოების სპეციალისტი
მომწოდებელი: კონტეინერი
გამოქვეყნდა: 22 ნოემბერი / განცხადების ვადა: 15 დეკემბერი

შპს "დოკი"-ს აუთლეტ-ჰიპერმარკეტი "კონტეინერი" საქართველოს ბაზარზე წარმოადგენს უნიკალურ ბრენდს, რომლის სავაჭრო სივრცეში ამერიკული და ევროპული პარტნიორი ბრენდების მაღალხარისხიანი აუთლეტ პროდუქციაა წარმოდგენილი შემდეგი მიმართულებით: ავეჯი, ტექნიკა, განათება, ტექსტილი, ჭურჭელი, სახლისა და ეზოს აქსესუარები, საკანცელარიო ნივთები, სათამაშოები და სილამაზისა და თავის მოვლის საშუალებები. ჩვენი Facebook გვერდი: https://www.facebook.com/containergeo/

"კონტეინერი" აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების სპეციალისტის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მაღაზიის გახსნა/დაკეტვის მონიტორინგი;
** თანამშრომლების შემოწმება ობიექტზე გამოცხადებისას/გასვლისას;
** აკრძალული ნივთების შემოტანის მონიტორინგი;
** მაღაზიის ტერიტორიაზე კონფლიქტური სიტუაციის შემთხვევაში მისი მართვა;
** საჭიროების შემთხვევაში მომხმარებელთან ურთიერთობა.

მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობა.

სამუშაო ადგილი:

ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N36.
გლდანი, ხიზანიშვილის ქ. N9 (მეტრო ახმეტელის წინ, "ევრაზიის შენობა, მე-3 სართული).

ანაზღაურება: 600 ლარი

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@doki.ge და მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 15 დეკემბერი

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |