www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ზონალური მენეჯერი
მომწოდებელი: ოპპა
გამოქვეყნდა: 22 ნოემბერი / განცხადების ვადა: 22 დეკემბერი

სს "ოპპა" ფინანსურ-ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ მთელი საქართველოს მასშტაბით სთავაზობს მომხმარებლებს სწრაფი გადახდის სერვისებს, როგორიცაა PayBox-ის სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალები. უახლესი ტექნოლოგიები, სისწრაფე, სიმარტივე და ხარისხი ჩვენი მთავარი ღირებულებებია. ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანიის გარშემო 350-ზე მეტი თანამშრომელი ერთიანდება.

სს "ოპპა" ეძებს გუნდის წევრს ზონალური მენეჯერის პოზიციაზე.

თუ ხარ შედეგზე ორიენტირებული, სიახლეების მიმართ მოქნილი და კარგად გამოგდის მოლაპარაკებების წარმოება, გამოგზავნე რეზიუმე და შემოუერთდი ჩვენს გუნდს.

სამუშაო ადგილი: თბილისი

პოზიციის მიზანია თბილისის წარმომადგენლობის ქსელის განვითარება.

შენ უზრუნველყოფ:

** თბილისის მასშტაბით უბნების შესწავლას სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალების თვალსაზრისით;
** მეიჯარეებთან და პოტენციურ კლიენტებთან ურთიერთობას;
** ახალი კლიენტების მოძიებას;
** უბნების ჭრილში გაყიდვების სტრატეგიის დაგეგმვასა და შესრულებას;
** არსებული გაყიდვების ქსელის შესწავლას და გაანალიზებას.

მნიშვნელოვანია აკმაყოფილებდე შემდეგ მოთხოვნებს:

** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით;
** ფლობდე ავტომობილს, რომლის საწვავის წვა არ აღემატება ქალაქში 8-9 ლიტრს.

თუ დაგაინტერესა ჩვენს გუნდში ამ პოზიციამ, გამოგვიგზავნე რეზიუმე შემდეგ მისამართზე: career@oppa.ge და სათაურის ველში მიუთითე პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნი განაცხადს.

გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას სს "ოპპა"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და თავსებადობის შემთხვევაში განიხილოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზეც.

სს "ოპპას" შერჩევის პროცესი თავისუფალია ყველა სახის დისკრიმინაციისგან, ითვალისწინებს და აკმაყოფილებს პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპებს და მოქმედებს დისკრიმინაციის აკრძალვის ფარგლებში. გამოხატული დისკრიმინაციის შემთხვევაში შეგიძლია მოგვმართოთ ცხელ ხაზზე: 2 303 308.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |