www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საგრანტო კონკურსი
მომწოდებელი: USAID-ის პროგრამა - დამსაქმებლები პროფ. განათლებისთვის
თანდართული ფაილი: 27540_RFA_Package_5799709.zip
გამოქვეყნდა: 30 დეკემბერი / განცხადების ვადა: 17 თებერვალი

დასახელება: საგრანტო კონკურსი: კერძო სექტორის სტიმულირება უნარების განვითარების პროცესში ჩართვისთვის.

"აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)" ხუთწლიანი პროგრამა, დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის, მიზნად ისახავს კერძო სექტორთან თანამშრომლობას ადამიანური კაპიტალის განვითარებისა და პროდუქტიული, მდგრადი და ინკლუზიური დასაქმების შესაძლებლობებს შორის კავშირის დამყარების მიზნით, რაც შეამცირებს უმუშევრობის დონეს და ხელს შეუწყობს კომპანიების კონკურენტუნარიანობის ზრდას. საერთაშორისო ექსპერტთა კორპუსი (IESC)-ის მიერ განხორციელებული პროგრამა, კერძო სექტორთან თანამშრომლობით, დაეხმარება სამუშაოს მაძიებლებს, რათა მათ განივითარონ ზრდადი ეკონომიკის სექტორებში დასაქმებისთვის საჭირო უნარები და შესაძლებლობები.

პროგრამით გათვალისწინებულია შემდეგი ინტერვენციები:

** კერძო სექტორის სტიმულირება უნარების განვითარების პროცესში ჩართვისთვის.
** პროფესიული პროგრამების შემუშავება ან გაუმჯობესება და განხორციელება კერძო სექტორის მოთხოვნების შესაბამისად.
** პროფესიული უნარების განვითარების შესაძლებლობებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა რეგიონებში და პროექტის სამიზნე ჯგუფებისთვის.

ამჟამად, USAID-ის პროგრამა - დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის აცხადებს საგრანტო კონკურსს: RFA # 010-C1-003-2022- "კერძო სექტორის სტიმულირება უნარების განვითარების პროცესში ჩართვისთვის."

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოგვიდგინოთ თქვენი განაცხადი ნებისმიერ დროს არაუგვიანეს 2023 წლის 17 თებერვალი, 18:00 სთ.

გთხოვთ, მიუთითოთ RFA # 010-C1-003-2022 თქვენი ელ. წერილის სათაურში.

დაგვიანებით გამოგზავნილი ან არასრული განაცხადები არ განიხილება.

იხილეთ ამ განცხადების სრული ტექსტი ინგლისურ ენაზე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |