სს მისო "ლაზიკა კაპიტალი" აცხადებს ვაკანსიას HR მენეჯერის თანამდებობაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** ადამიანური რესურსის მენეჯმენტი და ადმინისტრირება;
** აქტიური ჩართულობა ტოპ მენეჯმენტის რგოლში;
** HR პოლიტიკის, პროცედურებისა და დოკუმენტური ფორმების შემუშავება და საჭიროებისამებრ განახლება;
** კადრების მოძიება, შერჩევის კრიტერიუმების შემუშავება და შერჩევის პროცესის უზრუნველყოფა;
** ახალი კადრების შერჩევა;
** ადამიანური რესურსების აყვანის არხების განვითარება სხვადასხვა რანგის პოზიციებისთვის;
** კადრების შერჩევის პროცესის წარმართვა შესაბამისი ხელმძღვანელი პირების ჩართვით;
** კადრების შეფასების სისტემის შემუშავება, დანერგვა და განვითარება;
** თანამშრომლების შიდა განცხადებების განხილვა და დროული რეაგირება;
** შრომითი ხელშეკრულებების ადმინისტრირება, შესაბამისი ვადების კონტროლი.
სასურველი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება; HR, PR ან მარკეტინგის მიმართულებით;
** ადამიანური რესურსების მართვის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა.
** უცხო ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
საჭირო უნარ-ჩვევები:
** მაღალი სამუშაო მოტივაცია და ინიციატივის გამოვლენის უნარი;
** დეტალებზე ორიენტაცია, ხარისხი და სიზუსტე;
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** ინდივიდუალურად მუშაობის უნარი;
** პროფესიული განვითარების მოტივაცია.
ანაზღაურება შეესაბამება კონკურენტულ პირობებს.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. ზუგდიდი.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV ფოტოსურათით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: job@lazikacapital.ge