მაღაზიათა ქსელი "ჯორჯიტა" აცხადებს ვაკანსიას ხაზის კონსულტანტის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
სამუშაო გრაფიკი: 8 საათი/ყოველ დღე;
დასვენება: 1 დღე კვირაში.
ანაზღაურება: შეთანხმებით (ბონუსი)
აუცილებელი მოთხოვნები:
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური და/ან რუსული ენის მინიმალური ცოდნა.
მოვალეობები:
** სამუშაო ადგილის წესრიგში მოყვანა;
** მიღებული პროდუქციის აწონა, კონტეინერებში გადანაწილება, კონტეინერის გრინით გადაკვრა, ფასმაჩვენებლების დადება და სარეალიზაციოდ გამზადება;
** მიღებული შეკვეთის გამზადება (აწონა, გრინით გადაკვრა, ფასის დაკვრა);
** სამუშაო ჭურჭლის სისუფთავის კონტროლი;
** სამუშაო ადგილის და დახლ-მაცივრის დასუფთავება;
** დახლ-მაცივრის პროდუქციით შევსება;
** ფასმაჩვენებლის გასწორება;
** პროდუქციის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
** გაყიდვასთან დაკავშირებული ყველა სხვა მოვალეობა.
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობა;
** კომუნიკაბელურობა;
** სისხარტე;
** თავაზიანობა;
** პუნქტუალურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@euro-line.ge, საგნის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებას!