კომპანია "ITCraft"-ი აცხადებს ვაკანსიას კურიერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი.
საქმიანობის აღწერა:
** საკურიერო მომსახურების გაწევა თბილისის მასშტაბით;
** საფოსტო გზავნილების ადრესატისათვის მიწოდება კომპანიაში არსებული წესების შესაბამისად.
აუცილებელი მოთხოვნები:
** მოპედის მართვის მოწმობა;
** თბილისის ქუჩების კარგად ცოდნა;
** სასურველია კურიერად მუშაობის გამოცდილება.
განიხილება ფეხით მოსიარულე კურიერის პოზიციაც.
ძირითადი მოთხოვნა: ქართულ ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი
უნარ-ჩვევები:
** სამუშაოს დაგეგმვისა და დროის მართვის უნარი;
** სიახლის ათვისების უნარი;
** ყურადღება დეტალების მიმართ;
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობა;
** სტრესულ სიტუაციაში ეფექტურად მუშაობის უნარი;
** ამანათების ადრესატამდე მიტანა და წესების დაცვით გადაცემა.
კანდიდატთა შერჩევა:
კანდიდატები გაივლიან შერჩევის ორ ეტაპს:
** კანდიდატთა შერჩევა რეზიუმეებისა და კანდიდატის განაცხადის ფორმების საფუძველზე;
** გასაუბრება.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათთან ერთად შემდეგი ელფოსტის მისამართზე: hr@itcraft.ge და გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.