www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ჯუნიორ მარკეტერი
მომწოდებელი: ალტა
გამოქვეყნდა: 6 იანვარი / განცხადების ვადა: 3 თებერვალი

შპს "ალტა" დღეისთვის წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას საქართველოს ტექნოლოგიების ბაზარზე, ოპერირებს არსებული მსოფლიო ბრენდების, დისტრიბუციის, საცალო გაყიდვების და სერვისების რეალიზაციის მიმართულებით, წლების განმავლობაში გაფორმებული აქვს პარტნიორული კონტრაქტები უმსხვილეს მსოფლიო ბრენდებთან.

შპს "ალტა" აცხადებს ვაკანსიას ჯუნიორ მარკეტერის ვაკანტურ პოზიციაზე.

მოვალეობები:

** სხვადასხვა პროექტების გეგმისა და ბიუჯეტის განსაზღვრა და განხორციელების უზრუნველყოფა;
** პროექტის ფარგლებში შეხვედრებსა და განხილვებში აქტიური ჩართულობა;
** მარკეტინგული მიმართულებით განხორციელებული პროექტების შედეგების ანალიზი, რაპორტინგი, ანგარიშგება და შემდგომი აქტივობების სტრატეგიის შემუშავება;
** შესასრულებელი დავალებების გადანაწილება და კოორდინირება;
** პრინტ კომპანიებთან კომუნიკაცია, წინადადებების მომზადება, შეკვეთის განთავსებისა და შესრულების უზრუნველყოფა;
** კომპანიის მაღაზიის მენეჯერებთან კომუნიკაცია, საჭიროებისამებრ მათთვის პრინტ და სხვა მარკეტინგული მასალების მიწოდება;
** მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვასა და განხორციელებაში აქტიური ჩართულობა მარკეტინგის გუნდთან ერთად.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, სასურველია მარკეტინგის მიმართულებით;
** მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 1 წელი;
** საოფისე პროგრამების (MS Office) მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა;

უნარ-ჩვევები:
** ანალიტიკური და კრეატიული აზროვნება;
** გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაცია;
** სტრატეგიული აზროვნება;
** პრეზენტაბელურობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: vacancyaltaretail@alta.ge 2023 წლის 3 თებერვლის ჩათვლით.

გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ შპს "ალტა"-მ დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |