იაპონური რესტორანი "Wasabi - ვასაბი" აცხადებს ვაკანსიას შეკვეთების ადმინისტრატორის პოზიციაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** პუნქტუალურობა, ენერგიულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** ინგლისური და/ან რუსული ენების სალაპარაკო დონეზე ცოდნა
გამოცდილების არ მქონე პირებისთვის განიხილება ადგილზე შესწავლა და წარმატებულად თავის გართმევის შემთხვევაში დასაქმება.
მოვალეობები:
** შეკვეთების მიღება და პროგრამაში გატარება.
** მიღებული შეკვეთების დამზადების დროის კონტროლი, შეფუთვა და კურიერისთვის გადაცემა.
** მომხმარებელთან კომუნიკაცია შეკვეთასთან დაკავშირებით.
** ამ სამუშაოს შესრულებასთან დაკავშირებული მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება.
კომპანია გთავაზობთ:
** მეგობრულ გუნდში მუშაობას;
** განვითარების პერსპექტივას;
** კვებას;
** სახლამდე ტრანსპორტირებას.
გრაფიკი: 12:00-23:30. 2/2-ზე. 1 საათი ოფიციალური შესვენება.
ხელფასი: 70 ლარი სამუშაო დღე.
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ СV ფოტოსურათით მითითებულ ელ.ფოსტის მისამართზე: info@wasabi.ge
და გთხოვთ სათაურის ველში (subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებას!