www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: აღრიცხვის ოპერატორი
მომწოდებელი: აგროტექნო
გამოქვეყნდა: 6 იანვარი / განცხადების ვადა: 6 თებერვალი

შპს "აგროტექნო" წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ლიდერ მიმწოდებელ კომპანიას საქართველოს მასშტაბით, რომელიც გთავაზობთ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ახალ ტრაქტორებსა და მისაბმელ აღჭურვილობას.

კომპანიის ზრდა-გაფართოებასთან დაკავშირებით ვეძებთ მოტივირებულ კანდიდატებს, სადაც დაგხვდებათ განვითარებასა და წინსვლაზე ორიენტირებული გუნდი!

გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას!

ვაკანსია: აღრიცხვის ოპერატორი
ადგილმდებარეობა: თბილისი (კახეთის გზატკეცილი)
სამუშაო საათები: 10:00-18:00 (ორშაბათი-პარასკევი), 10:00-15:00 (შაბათი)
ხელფასი: 800-1200 (NET)

ფუნქცია-მოვალეობები:

** გაყიდვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და პროგრამაში ასახვა;
** ზედნადების ატვირთვა;
** სერვისში არსებული პროცესების პროგრამული ასახვა;
** პოზიციასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება;
** პოზიციასთან დაკავშირებული სხვა ტიპის მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია პოზიციასთან დაკავშირებული უმაღლესი ან პროფესიული განათლება;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (მინიმუმ B1 დონე);
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (MS Excel, MS Outlook, MS Word);
** სასურველია აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევები:

** დროის ეფექტურად მართვა;
** დეტალებზე ორიენტირება;
** პუნქტუალურობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** კარიერული წინსვლა;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** გრძელვადიანი თანამშრომლობა.

კონკურსის ეტაპები:

** შესარჩევი სიის მომზადება;
** გასაუბრება ორგანიზაციული განვითარების მენეჯერთან;
** გასაუბრება გენერალურ დირექტორთან.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@at.com.ge და წერილის თემის გრაფაში (subject-ში) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "აღრიცხვის ოპერატორი".

თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, აგრეთვე შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის შემდგომი 5 (ხუთი) წლის განმავლობაში.

დაინტერესების შემთხვევაში, თუ რატომ არ შეირჩა თქვენი კანდიდატურა გასაუბრების ეტაპისთვის, შეგიძლიათ მოგვწეროთ აღნიშნულ მეილზე, ჩვენ სიამოვნებით გიპასუხებთ!

გისურვებთ წარმატებას და კარიერულ წინსვლას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |