www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების ანალიზის მენეჯერი
მომწოდებელი: ელთიბი
გამოქვეყნდა: 12 იანვარი / განცხადების ვადა: 4 თებერვალი

კომპანია "ელთიბი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ანალიზის მენეჯერის თანამდებობაზე.

კომპანია "ელთიბი" წარმოადგენს მსოფლიოში ცნობილი ბრენდების ავეჯის მასალების და აქსესუარების ლიდერ იმპორტიორ კომპანიას. კომპანია "ელთიბის" აქვს საკუთარი მაღაზიები/მომსახურება და საქართველოს მასშტაბით დილერთა ფართო ქსელი, სადაც წარმოდგენილია მრავალფეროვანი და ხარისხიანი ასორტიმენტი, კომპანია ორიენტირებულია მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზებაზე.

სამუშაო პირობები:

** განრიგი: 09:15-18:15 სთ
** დასვენების დღეები: შაბათი და კვირა

ფუნქცია-მოვალეობები:

** მაღაზიებში გაყიდვების ცვლილების (ვარდნის/შესუსტების/მატების) ფაქტის გამოვლენა, შესაძლო მიზეზების იდენტიფიცირება და გადაჭრის გზების მოძიება
** მაღაზიის ლიკვიდურობის ანალიზი
** საჭიროების შემთხვევაში, მოკლე დროში მიზეზის გამოვლენის მიზნით ანალიზის შედეგების განხილვა გაყიდვების მენეჯერებთან
** ყოველკვირეული, ყოველთვიური და კვარტალური რეპორტების წარმოება და საჭიროებისამებრ მიწოდება
** გაყიდვების ხელმძღვანელის მითითებით, საჭიროებიდან გამომდინარე, IT განყოფილებაზე გაყიდვების სამსახურის მიმართულებით გადაცემული რეპორტების პროგრამაში დანერგვის ხელშეწყობა
** სხვადასხვა კვლევის შედეგად მიღებული ინფორმაციის ანალიზი
** გაყიდვების გეგმა/პროგნოზის შემუშავება (პროდუქციის და საწარმო სერვისების მიმართულებით), სხვა სამსახურებთან ერთად და დამოუკიდებლად
** გაყიდვების გაუმჯობესების მიზნით, მომგებიანი და ნაკლებად მომგებიანი პროდუქტებისა და საწარმოო სერვისების იდენტიფიცირება და შესაბამისი ღონისძიებების ინიციირება
** ხელმძღვანელის მითითებით, კომპეტენციის ფარგლებში, სხვა დავალებების შესრულება.

განათლება/გამოცდილება:

** უმაღლესი განათლება
** ანალოგიურ თანამდებობაზე არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება
** MS office; Windows; 1C

კომპეტენციები:

** დაგეგმვა და ორგანიზება
** პროფესიონალიზმი
** კოლეგიალურობა
** პროდუქტიულობა
** პრობლემების გადაწყვეტა და სიღრმისეული ანალიზი
** ურთიერთობების მართვა
** ცვლილებების ინიციირება და განხორციელება
** ხედვა/სტრატეგიული აზროვნება
** სწრაფვა მუდმივი განვითარებისკენ
** დისციპლინურობა.

კომპანია გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევა
** დამატებითი თავისუფალი დღე (ე.წ day off)
** ბონუსური სისტემა KPI-ზე დაყრდნობით (წელიწადში ორჯერ)
** თიმბილდინგი.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@ltb.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "გაყიდვების ანალიზისა და განვითარების მენეჯერი."

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

კომპანია "ელთიბიში" თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "ელთიბის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ განაცხადზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

"ელთიბი" - კომპანია, სადაც შენი შესაძლებლობები ყოველდღე იცვლება!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |