www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტრენინგ კურსი - მეწარმეობა ახალგაზრდებისთვის
მომწოდებელი: ფონდი კრისტალი
გამოქვეყნდა: 12 იანვარი / განცხადების ვადა: 10 თებერვალი

"ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა" USAID-ის პროგრამის "ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში" (USAID YES-Georgia) ფარგლებში აცხადებს მიღებას უფასო ტრენინგ კურსებზე - მეწარმეობა ახალგაზრდებისთვის.

ტრენინგებში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:

** მეწარმეობის და ბიზნესის დაწყების მსურველ 16-დან 29 წლამდე ასაკის ქალებს;
** 16-დან 29 წლამდე ასაკის მეწარმე ქალებს.
** ტრენინგების პირველი ეტაპი ჩატარდება ონლაინ, ხოლო ტრენინგის მეორე ფაზაში მენტორინგის სესიები ჩატარდება პირისპირ შეხვედრების ფორმატში.
** ტრენინგებში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში მცხოვრებ ნებისმიერ ახალგაზრდა ქალს ნებისმიერი ქალაქიდან თუ რეგიონიდან.

ტრენინგები მოიცავს შემდეგ საკითხებს:

** მეწარმისთვის საჭირო უნარების განვითარება და ინსტრუმენტები;
** როგორ ვაქციოთ ბიზნეს იდეა ბიზნეს მოდელად;
** ბიზნეს პროექტის წერა;
** ფინანსური დაგეგმარება;
** პრეზენტაცია, პიჩინგის ხელოვნება.

მეწარმეობა ახალგაზრდებისთვის - ტრენინგ კურსი 2 დონეს მოიცავს.

** 1-ელი დონე შედგება 7 ტრენინგ-სემინარისგან. აქ მონაწილეები გაივლიან ზოგად კურსს მეწარმეობაში და გაეცნობიან ბიზნეს პროექტის წერის ზოგად პრინციპებს;
** მე-2 დონეზე, რომელიც 6 ტრენინგ-სემინარს მოიცავს, მონაწილეები შეისწავლიან ბიზნეს იდეების გარდაქმნას ბიზნეს პროექტებად, მიიღებენ მათზე მორგებულ პრაქტიკულ რჩევებს და უკუკავშირს და შეისწავლიან პრეზენტაციის უნარებს;
** მე-2 დონეზე მხოლოდ ის მონაწილეები გადავლენ, რომელთაც ზუსტად აქვთ გადაწყვეტილი ბიზნეს პროექტის წერა და მისი პრაქტიკაში განხორციელება. მე-2 დონის კურსდამთავრებულები მომზადებულ ბიზნეს გეგმებს და წარადგენენ ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალის" საინვესტიციო კომისიასთან;
** საუკეთესო ბიზნეს პროექტები მიიღებენ თანადაფინანსებას ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალისგან." დაფინანსების ტიპი: 2 წლიანი უპროცენტო არაუზრუნველყოფილი სესხი, რომელიც 2 წლის შემდეგ შესაძლებელია კაპიტალად კონვერტირდეს.

სერტიფიკატები გადაეცემათ ორივე დონის კურსდამთავრებულებს.

დაინტერესებულმა პირებმა 2023 წლის 10 თებერვლის ჩათვლით უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა შემდეგ ბმულზე: https://docs.google.com/forms/d/1aBkNo0n4OnEN91_Ddap-MCaHnspW1qNIgaDpO9xNBjw/viewform?edit_requested=true

მონაწილეთა შერჩევა მოხდება აპლიკაციების საფუძველზე. შერჩეულ კანდიდატებს პროგრამის წარმომადგენლები თავად დაუკავშირდებიან.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დარეკეთ ნომერზე: +995 591 15 15 90 ან დაგვიკავშირდეთ Facebook გვერდზე: https://www.facebook.com/USAIDYESGEORGIA

პროგრამის შესახებ:

USAID-ის პროგრამა "ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში" (USAID YES-Georgia) ხორციელდება ფონდი კრისტალის მიერ, USAID-ის და ქალთა გლობალური განვითარების და კეთილდღეობის (W-GDP) ინიციატივის ფარგლებში, ამერიკელი ხალხისგან მიღებული ფინანსური დახმარებით. პროექტს დამატებით ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |