www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: წარმოების კოორდინატორი
მომწოდებელი: ელვარე
გამოქვეყნდა: 12 იანვარი / განცხადების ვადა: 12 თებერვალი

შპს "ელვარე" (https://www.elvare.ge) აცხადებს ვაკანსიას წარმოების კოორდინატორის პოზიციაზე.

ელექტრო კაბელების მწარმოებელი კომპანია "ელვარე" დაფუძნდა 2015 წელს. საწარმო განთავსებულია თბილისში, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე 31, 500 კვ.მ (მათ შორის 7000 კვ.მ. საწარმოო, 1 700 კვ.მ. სასაწყობე) ფართზე.

კომპანია გამოირჩევა მართვის თანამედროვე მიდგომებით, უახლესი აღჭურვილობით და ევროპული სტანდარტის პროდუქციით. ყოველივე ამან განაპირობა ბოლო 7 წლის განმავლობაში ზრდის მაღალი ტემპი და საქართველოში ლიდერი პოზიციების დაკავება.

ვეძებთ მოტივირებულ, განვითარებაზე ორიენტირებულ და პასუხისმგებლობიან ადამიანს, რომელიც უზრუნველყოფს წარმოების პროცესის ეფექტურად და გეგმის მიხედვით წარმართვას.

რას გააკეთებ?

** საწარმოო რესურსების (დანადგარების) ნედლეულით მომარაგება;
** საწარმოო გეგმის მიხედვით საწარმოო შეკვეთების განაწილება;
** წარმოებული/ნახევრად ფაბრიკატი პროდუქციის პროგრამულად გამოშვება, აღრიცხვა და დასაწყობება;
** წარმოების პროცესისთვის აუცილებელი ინვენტარის მენეჯმენტი (მიღება-გაცემის პროცესის მართვა);
** ინვენტარიზაციის პროცესში ჩართულობა.

სასურველია:

** წარმოებაში მუშაობის გამოცდილება;
** ავტოდამტვირთველის მართვის გამოცდილება;

გეძებთ შენ, თუ გაქვს:

** ლოგიკური და სისტემური მუშაობის უნარი;
** სხარტი და მოქნილი აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარი;
** პრობლემის აღმოჩენისა და გადაწყვეტის უნარი;

სამუშაო პირობები:

** საწყისი ხელფასი: 1300 ლარი;
** სამუშაო საათები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით: 09:00 სთ-დან - 18:00 სთ-მდე;
** კვება/ტრანსპორტირება;
** სამ თვიანი საგამოცდო ვადის გასვლის შემდეგ ჯანმრთელობის დაზღვევა;
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი; ქვემო ალექსეევკის დასახლება.

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტის მისამართზე: info@nrg.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |