შპს "თბილისი ენერჯი" აცხადებს ვაკანსიას მომსახურების ცენტრის აღმრიცხველის თანამდებობაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: საშუალო/პროფესიული ან უმაღლესი განათლება;
დამატებითი მოთხოვნები:
** საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების უნარი;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიაში შემუშავებული კომერციული ციკლის შესაბამისად გაზის მრიცხველის ზუსტი ჩვენების აღება, მრიცხველზე მკაფიოდ გარჩევადი ფოტოსურათის გადაღება და პლანშეტურ კომპიუტერში დაფიქსირება;
** აბონენტებისათვის ქვითრების, შეტყობინებების, ხელშეკრულებების და სხვა საჭირო დოკუმენტების დადგენილ ვადაში მიწოდება;
** აბონენტებთან მოწყობილი აღრიცხვის კვანძის, გამანაწილებელი ქსელის, გაზის დანადგარების და ხელსაწყოების დათვალიერება, დათვალიერების შედეგების შეტანა შესაბამის რეესტრში ან/და აღრიცხვის ელექტრონულ საშუალებაში;
** თავის სამოქმედო არეალში გაზგამანაწილებელი ქსელის სისტემატიური მეთვალყურეობა, მასზე შესაძლო თვითნებური მიერთებისა და გაზის დატაცების ფაქტების გამოსავლენად;
** თავის სამოქმედო არეალში რეგისტრირებული აბონენტების საკონტაქტო მონაცემებში ცვლილებების დაფიქსირება და ასახვა შესაბამის რეესტრებში ან/და აღრიცხვის ელექტრონულ საშუალებაში;
** აღრიცხვის კვანძებზე ლუქების და დალუქვის მთლიანობის შემოწმება და თითოეული დარღვევის ფაქტის შესახებ ინფორმაციის დადგენილი წესით გადაცემა;
** მომხმარებლებთან დამონტაჟებული გაზის დანადგარებისა და ხელსაწყოების აღწერა (ინვენტარიზაცია), მრიცხველის წარმადობასთან გადამეტების, ასევე სხვა დარღვევების აღმოჩენა და შესაბამისი რეაგირება;
კონკურსში მონაწილეობისათვის აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს: რეზიუმე ქართულ ენაზე (CV)
ჩვენ გთავაზობთ:
** პროფესიონალ გუნდთან მუშაობას;
** მეგობრულ გარემოს;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00 საათამდე.
ანაზღაურება: შეთანხმებით
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ ფოსტაზე: public@te.ge; vacancies@te.ge (ელფოსტის "subject" ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება).
კომპანიის შესახებ ზოგადი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ისარგებლოთ ჩვენი ოფიციალური გვერდით სოციალურ ქსელში https://www.facebook.com/EnergyTbilisi/ ან ჩვენი ოფიციალური ვებ-გვერდით https://www.te.ge
გისურვებთ წარმატებებს!