www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: შესყიდვების/ნაწილების მენეჯერი
მომწოდებელი: ტრანსპორტერი
გამოქვეყნდა: 13 იანვარი / განცხადების ვადა: 13 თებერვალი

"ტრანპორტერ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების/ნაწილების მენეჯერის პოზიციაზე ქ.თბილისში.

"ტრანსპორტერ ჯგუფი" რეკრეაციული ტექნიკის, მოტოტექნიკისა და სამებაღეო-სატყეო მიმართულებით მრავალი ბრენდის დისტრიბუტორია ამიერკავკასიაში. კომპანია თბილისისა და ბათუმის ფილიალებითაა წარმოდგენილი საქართველოში. ტექნიკასთან ერთად, "ტრანსპორტერი" ბრენდირებულ აქსესუარებსა და ტექნიკურ სერვისს სთავაზობს მომხმარებელს. "ტრანსპორტერი" ოფიციალურად თანამშრომლობს ათეულობით ცნობილ ბრენდთან, მათ შორის: BRP (Bombardier Recreational Products), CFMoto, Kawasaki, Kymco, Gardena, Husqvarna და სხვ.

"ტრანსპორტერ ჯგუფი" სამ კომპანიას აერთიანებს, ესენია: Mountain Resort Solutions, Gardena Service და Transporter Service

დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ ეწვიეთ საიტს: https://transporter.com.ge/

ძირითადი მოვალეობები:

** შემოსული მოთხოვნის შესაბამისად ნაწილების მოძიება/შესყიდვა;
** შესასყიდი ნაწილებისა და ახალი მომწოდებლების მოძიება;
** მომწოდებლებთან შესყიდვასთან დაკავშირებული მოლაპარაკების წარმოება;
** შესყიდული ნაწილების ტრანსპორტირების კოორდინირება;
** შესყიდვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება;
** პროდუქციის ანალიზი, აქტიური და მოთხოვნადი ნაწილების გამოვლენა;
** მომხმარებლის კონსულტაცია ნაწილებთან დაკავშირებით და გაყიდვა;
** საწყობის ნაშთების მუდმივი მონიტორინგი და კონტროლი, დროული შეკვეთის დაგეგმვის მიზნით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება უმაღლესი;
** შესყიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება, სასურველია ნაწილების მიმართულებით;
** სასურველია საერთაშორისო ბრენდებთან მოლაპარაკების გამოცდილება;
** უცხო ენების ინგლისური, რუსული სრულყოფილად ცოდნა;
** სასურველია სატრანსპორტო ან მოტო ტექნიკასთან მიახლოებულ სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ძირითადი საოფისე პროგრამების ფლობა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ზეპირი და წერითი კომუნიკაციის უნარები;
** მოლაპარაკების ეფექტურად წარმართვის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელფოსტაზე hr@transporter.com.ge 2023 წლის 27 იანვრის ჩათვლით. გთხოვთ სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება ნაწილების მენეჯერი.

"ტრანპორტერ ჯგუფი" გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |