"კავკასპაკი" აცხადებს ვაკანსიას ელექტრიკოსის პოზიციაზე რუსთავში.
ძირითადი მოვალეობები:
** ელექტრო ქსელის გამართვა და ყოველდღიური მონიტორინგი,
** ელექტრო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება;
** ელექტრო დანადგარების და ელექტრო სისტემების სამონტაჟო სამუშაოების შესრულება, პრობლემის იდენტიფიკაცია და აღმოფხვრა;
** ხელმძღვანელობისათვის დროული ინფორმაციის მიწოდება მოსალოდნელი ან/და არსებული პრობლემების და რისკების შესახებ;
** ელექტროგამანაწილებელი მოწყობილობის პერიოდულად ინსპექტირება და მათ გამართულ მუშაობაზე კონტროლი;
** ელექტროგამანაწილებელი ოთახის მოწყობილობების, მრიცხველისა და სხვა ყველა სახის დანადგარის ყოველდღიური შემოწმება;
** დენის გამანაწილებელი კარადის, დანადგარების (მექანიზმების) ტემპერატურის რეგულარული შემოწმება;
** სისტემის ოპერირების, დენის ტრანსფორმატორის მუშაობის უზრუნველყოფა. ასევე, ენერგოეფექტურობის მისაღწევად და დანაკარგის შესამცირებლად ყველა ელექტრო დანადგარის მაღალეფექტური მუშაობის უზრუნველყოფა;
** სხვა ელექტრო საქმიანობასთან დაკავშირებული სამუშაოების განხორციელება.
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** შესაბამისი პროფესიულ-ტექნიკური განათლება;
** საწარმოში მუშაობის გამოცდილება;
** მე-4 ან მე-5 თანრიგის ელექტრიკოსის სტატუსი;
** ელექტრო სქემების-ნახაზების წაკითხვის უნარი;
** ელექტრიკოსის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ელექტრო-უსაფრთხოების წესების ცოდნა;
** შესაბამისი პროგრამული ნაწილის ცოდნა
სამუშაო დღეები: ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით;
სამუშაო საათები: 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე;
ანაზღაურება: 1500 - 2000 ლარი
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@caucaspack.com.