შპს "თბილისი ენერჯი" აცხადებს ვაკანსიას ახალ აბონენტებთან ურთიერთობის სამსახურის ოპერატორის თანამდებობაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** საშუალო, სპეციალური ან/და უმაღლესი განათლება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე;
** საოფისე პროგრამების ცოდნა საბაზისო დონეზე;
დამატებითი მოთხოვნები:
** მომხმარებელთა მომსახურების სტანდარტების ცოდნა;
** მომსახურების სფეროში მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
ძირითადი მოვალეობები:
** მომსახურების სივრცეებში ვიზიტორების მიღება და კომპეტენციის ფარგლებში მომსახურება;
** მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების მიღება და დადგენილი წესით დარეგისტრირება;
** მოქალაქეთა მომსახურება მომართვის სხვადასხვა არხებით, საჭიროებისამებრ;
** მოქალაქეთა საინფორმაციო უზრუნველყოფა, მათი განაცხადის/განცხადების, წერილებისა და მომართვების მიმდინარეობასთან დაკავშირებით;
** კომპანიაში დანერგილ მონაცემთა ბაზებთან მუშაობა;
კონკურსში მონაწილეობისათვის აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს: რეზიუმე ქართულ ენაზე (CV)
ჩვენ გთავაზობთ:
** პროფესიონალ გუნდთან მუშაობას;
** მეგობრულ გარემოს;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00 საათამდე
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
ანაზღაურება: შეთანხმებით
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ ფოსტაზე: public@te.ge; vacancies@te.ge (ელფოსტის "subject" ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება).
კომპანიის შესახებ ზოგადი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ისარგებლოთ ჩვენი ოფიციალური გვერდით სოციალურ ქსელში https://www.facebook.com/EnergyTbilisi/ ან ჩვენი ოფიციალური ვებ-გვერდით https://www.te.ge
გისურვებთ წარმატებებს!