კომპანია "Tsur group"-ის გუნდში ველით ახალ წევრს გაყიდვების ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.
კომპანია "Tsur group" არის ებრაულ - ქართული ჰოლდინგი. ქართულ ბაზარზე წარმოდგენილია 2020 წლიდან. ჰოლდინგში გაერთიანებულია სხვადასხვა განხრით მოწინავე კომპანიები.
ჰოლდინგში შემავალი კომპანიებია: შპს "არომაკო", შპს "ბიზნეს ლაბორატორია", შპს "ნამი", შპს "რუუთს", შპს "ინოტეკი", შპს "ჯორჯიან ინვესტმენტ", შპს "ბი იო", შპს "მელიქიშვილის ბიზნეს ცენტრი".
ჰოლდინგის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე: https://tsur-group.com/en
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
** ანაზღაურებას - 700 ლარი (net);
** მზარდ საბონუსე სისტემას;
** კომფორტულ, მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** სამუშაო გრაფიკს: კვირაში 40 საათი;
** მისამართი: თბილისი, ქავთარაძის 13.
რა იქნება თქვენი მოვალეობები:
** პოტენციურ მომხმარებლებთან კორპორაციული გაყიდვების მენეჯერებისათვის შეხვედრების დაგეგმვა;
** მომხმარებლისთვის სატელეფონო კონსულტაციის გაწევა;
** კომპანიაში არსებული პროდუქტებისა და სიახლეების შესახებ მომხმარებლებისათვის ინფორმაციის მიწოდა
ვის ვეძებთ ჩვენ:
** ვისაც უყვარს ადამიანებთან ურთიერთობა და კომუნიკაცია;
** ვინც მზადაა გაიზარდოს და განვითარდეს.
თუ ამ ყველაფერს იზიარებ და გინდა ჩვენი გუნდის წევრი გახდე, 2023 წლის 9 თებერვლამდე გამოგვიგზავნე რეზიუმე ელფოსტაზე: hr@tsur-group.com და სათაურში მიუთითე ვაკანსიის დასახელება.
გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.
შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე.
ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
გისურვებთ წარმატებას!