www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: ფინანსური ლაბორატორია
გამოქვეყნდა: 13 იანვარი / განცხადების ვადა: 13 თებერვალი

ჩვენ, "ფინანსური ლაბორატორია", მომხმარებლებს ვთავაზობთ მაქსიმალურად მათ ბიზნესზე მორგებულ სერვისებს. ჩვენთან თანამშრომლობა არ შემოიფარგლება ერთჯერადი კონსულტაციითა თუ პროექტით. ის შეიძლება იყოს გრძელვადიანი და მოიცავდეს, როგორც ცალკეული ფინანსური მიმართულების, ასევე სრული ფინანსური დეპარტამენტის აუთსორსინგს.

გვაქვს მუშაობის გამოცდილება ისეთი ინდუსტრიებისთვის, როგორიცაა FMCG, ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, საკონსულტაციო კომპანიები, სადაზღვევო კომპანიები, სტამბები, უნივერსიტეტები და სხვა; ასევე წარმატებით დავასრულეთ პროექტები, რომლებიც საერთაშორისო კომპანიებისათვის British American Tobacco, EBRD, და Mckinsey განხორციელდა.

"ფინანსურ ლაბორატორიაში" შენი ღირებულებების, ნიჭისა და მიზნების აღმოჩენის საშუალებით უწყვეტი განვითარების შესაძლებლობა გექნება. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ღირებული ჩვენი გუნდის თითოეული წევრია.

შპს "ფინანსური ლაბორატორია" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის თანამდებობაზე.

თუ შენც ჩვენი გუნდის სხვა წევრებივით გამოირჩევი შემდეგი პიროვნული თვისებებით:

** კარგი ანალიტიკური აზროვნება;
** ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარები;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დროის ეფექტიანად მართვა;

და ინტერესდები შემდეგი მოვალეობებით:

** პირველადი დოკუმენტების ბაზაზე საბუღალტრო გატარებების წარმოება;
** კონტრაგენტებთან შედარებების წარმოება;
** სხვადასხვა მენეჯერული რეპორტის განახლება;
** კომპეტენციის შესაბამისი სხვა დავალებების შესრულება.

შენიშვნა: შენს მოვალეობებში არ შევა საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და წარდგენა;

და ეს საკვალიფიკაციო მოთხოვნებიც მისაღებია:

აუცილებელი:

** რუსული და ინგლისური ენების საშუალო დონეზე ფლობა;
** ბუღალტრად მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების საშუალო დონეზე ცოდნა;

სასურველი: ACCA-ს საკვალიფიკაციო კურსის დამადასტურებელი სერტიფიკატი ჩაითვლება პრიორიტეტად

მაშინ გამოგვიგზავნე რეზიუმე ელ-ფოსტაზე: info@finlab.ge. გთხოვთ, სათაურში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, ხოლო მეილში - თქვენთვის სასურველი მინიმალური გროს ჰონორარი.

უშუალო ხელმძღვანელი: ფინანსური დეპარტამენტის უფროსი

სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი
სამუშაო ადგილი: ჩვენი კლიენტის ოფისი (რუსთაველის გამზირი)

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

აქვე გულახდილი რჩევაც, თუ მართლა გსურს ჩვენთან თანამშრომლობა, უმორჩილესად გთხოვთ, რეზიუმე ცარიელი მეილით არ გაგვიზიარო. ასეთ მეილებზე ვფიქრობთ, რომ ავტორს არც ჩვენი განცხადება აქვს დეტალურად წაკითხული და არც თანამშრომლობის ისეთი სურვილი, რომ 1 წინადადებით მაინც მოგვსალმებოდა.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |