www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: წნევის მარეგულირებელი დანადგარების სამსახურის ზეინკალი
მომწოდებელი: თბილისი ენერჯი
გამოქვეყნდა: 13 იანვარი / განცხადების ვადა: 13 თებერვალი

შპს "თბილისი ენერჯი" აცხადებს ვაკანსიას წნევის მარეგულირებელი დანადგარების სამსახურის ზეინკლის თანამდებობაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

საშუალო ან პროფესიული ტექნიკური განათლება;

დამატებითი მოთხოვნები: სასურველია მუშაობის ორწლიანი გამოცდილება.

ძირითადი მოვალეობები:

** გაზმარეგულირებელ სადგურებზე, გაზმარეგულირებელ პუნქტებზე და წნევის რეგულატორებზე სარემონტო სამუშაოების ჩატარება;
** აღნიშნული ობიექტების გრაფიკის მიხედვით რევიზიის ჩატარება;
** წნევების რეგულირება დადგენილი რეჟიმის ფარგლებში;
** ცალკეული კვანძების შეკეთება, დემონტაჟი-მონტაჟი;
** სამუშაო ინსტრუმენტების გამართულობის უზრუნველყოფა;
** საჭიროების შემთხვევაში ხანძარჩამქრობი საშუალებების გამოყენება;
** საჭიროების შემთხვევაში სამუშაო პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტების წარმოება;
** დავალების დროულად და ხარისხიანად შესრულება;

უნარ-ჩვევები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;

კონკურსში მონაწილეობისათვის აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

რეზიუმე ქართულ ენაზე (CV);

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიონალ გუნდთან მუშაობას;
** მეგობრულ გარემოს;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას;

სამუშაო რეჟიმი: 09:00 -18:00 სთ;
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, პ.ქავთარაძის ქ. 21ა;
ანაზღაურება შეთანხმებით.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ დოკუმენტაცია გამოაგზავნოთ ელ. ფოსტაზე: vacancies@te.ge და ელ. ფოსტის "subject" ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

კომპანიის შესახებ ზოგადი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ისარგებლოთ ჩვენი ოფიციალური გვერდით სოციალური ქსელში - https://www.facebook.com/EnergyTbilisi/ ან ჩვენი ვებ-გვერდით - https://www.te.ge

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |