www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საწყობის დამხმარე თანამშრომელი
მომწოდებელი: ტრანსპორტერი
გამოქვეყნდა: 13 იანვარი / განცხადების ვადა: 13 თებერვალი

"ტრანპორტერ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის დამხმარე თანამშრომლის პოზიციაზე ქ. თბილისში.

"ტრანსპორტერ ჯგუფი" რეკრეაციული ტექნიკის, მოტოტქნიკისა და სამებაღეო-სატყეო მიმართულებით მრავალი ბრენდის დისტრიბუტორია ამიერკავკასიაში. კომპანია თბილისისა და ბათუმის ფილიალებითაა წარმოდგენილი საქართველოში. ტექნიკასთან ერთად, "ტრანსპორტერი" ბრენდირებულ აქსესუარებსა და ტექნიკურ სერვისს სთავაზობს მომხმარებელს. "ტრანსპორტერი"ოფიციალურად თანამშრომლობს ათეულობით ცნობილ ბრენდთან, მათ შორის: BRP (Bombardier Recreational Products), CFMоto, Kawasaki, Kymco, Gardena, Husqvarna და სხვ.

"ტრანსპორტერ ჯგუფი" სამ კომპანიას აერთიანებს. ესენია: Mountain Resort Solutions, Gardena Service და Transporter Service

დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ ეწვიეთ საიტს: https://transporter.com.ge/

ძირითადი მოვალეობები:

** უზრუნველყოს საწყობში პროდუქციის სათანადო განთავსება;
** დაიცვას და გააკონტროლოს საწყობში პროდუქციის შენახვის პირობები;
** დაალაგოს სარეალიზაციო ნივთები სტანდარტების დაცვით;
** მოამზადოს საწყობში შემოსული შეკვეთები;
** იცოდეს კომპანიის პროდუქციის კოდების გარჩევა-წაკითხვა;
** ჩამოცალოს/დატვირთოს მიღებული ტვირთი და დაალაგოს საწყობში შესაბამის ადგილზე;
** შეინარჩუნოს საწყობში დალაგებული და მოწესრიგებული მდგომარეობა;
** დაიცვას წესრიგი (სამუშაო დრო, პირადი ჰიგიენა, უნიფორმის ტარება);
** მონაწილეობა მიიღოს საწყობის აღწერაში;
** შეასრულოს საწყობის მენეჯერის დავალებები.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება უმაღლესი ან პროფესიული;
** საავტომობილო ან/და მოტო ტექნიკის სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** უცხო ენების რუსული, ინგლისური ფლობა სასურველია;
** ძირითადი საოფისე პროგრამების ფლობა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პუნქტუალური;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით ელფოსტაზე hr@transporter.com.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 595 30 11 77. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - საწყობის დამხმარე თანამშრომელი.

"ტრანპორტერ ჯგუფი" გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |