www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ლოჯისტიკის მენეჯერი
მომწოდებელი: მორენა პრო
გამოქვეყნდა: 13 იანვარი / განცხადების ვადა: 13 თებერვალი

შპს "Morena Pro" წარმოადგენს სატრანსპორტო კომპანიას, რომელიც ბაზარზე ოპერირებს 2012 წლიდან და მუშაობს ოთხივე მიმართულებით (საზღვაო, საჰაერო, სახმელეთო და სარკინიგზო).

კომპანიის მიზანია შეინარჩუნოს ის ხარისხი, რომელსაც სთავაზობს ერთგულ და ახალ კლიენტებს და გაზარდოს მომხმარებელთა რაოდენობა.

შპს "Morena Pro" აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ლისი პანორამას #6, მუხრან მაჭავარიანის ქუჩა.
გრაფიკი: 10:00-18:00 (1სთ შესვენება) შაბათ-კვირა დასვენება.
ანაზღაურება: 1500 + ბონუსები (გამოცდილებიდან გამომდინარე)

ფუნქცია-მოვალეობები:

** კლიენტებისთვის საერთაშორისო გადაზიდვების შეკვეთების დამუშავება მათი საჭიროებების გათვალისწინებით;
** ოპერაციული პროცესების გაუმჯობესებისთვის, ლოჯისტიკური ხედვის, სტრატეგიის, პროცესების და პროცედურების შემუშავება;
** კომპანიებთან ლოჯისტიკური პროცესის კოორდინირება;
** მომწოდებლებთან და აგენტებთან კომუნიკაცია, ტრანსპორტირების ციკლის ორგანიზება და პროცესის ოპერატიულად წარმართვის კონტროლი;
** მიღებული შეკვეთის ყოველდღიური მონიტორინგი/ტვირთმიმღების ინფორმაციის მიწოდება;
** კომპანიის იმიჯზე ზრუნვა, შესაბამისად პროცესის მუდმივი კონტროლი;
** არსებულ კლიენტებთან მოლაპარაკება და ახალი კლიენტების მოზიდვა;
** ყოველკვირეული რეპორტინგი ხელმძღვანელთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე;
** MS Office პროგრამების ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

** გაწონასწორებული;
** დამოუკიდებლად მუშაობის და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციისა და გადაწყვეტილების ოპერატიულად მიღების უნარი.

უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს ვისაც აქვთ მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

თუ მზად ხართ სწრაფი განვითარებისთვის და გაქვთ სურვილი გახდეთ მეგობრული გუნდის წევრი და შეიძინოთ პროფესიული გამოცდილება, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: career@morenapro.ge და Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება - "ლოჯისტიკის მენეჯერი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |