www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ცხელი ხაზის საინფორმაციო სამსახურის ოპერატორი
მომწოდებელი: თბილისი ენერჯი
გამოქვეყნდა: 13 იანვარი / განცხადების ვადა: 13 თებერვალი

შპს "თბილისი ენერჯი" აცხადებს ვაკანსიას ცხელი ხაზის საინფორმაციო სამსახური - ოპერატორის თანამდებობაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო, სპეციალური ან/და უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება (უმაღლესი განათლების არქონის შემთხვევაში);
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე;
** საოფისე პროგრამების ცოდნა საბაზისო დონეზე;

დამატებითი მოთხოვნები:

** მომხმარებელთა მომსახურების სტანდარტების ცოდნა;
** მომსახურების სფეროში მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;

ძირითადი მოვალეობები:

** სატელეფონო ზარების მიღება და მომსახურება;
** დაზუსტებული ინფორმაციის გაცემა კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებულ შემდეგ საკითხებზე:
** წყვეტის (გეგმური, არაგეგმური) არსებობის შემთხვევაში - მისი მიზეზი და სავარაუდო ხანგრძლივობა;
** მომხმარებლის მიმდინარე და/ან დაგროვილი დავალიანების ოდენობა და გადახდის ბოლო ვადა;
** დავალიანების გადაუხდელობისთვის გათიშული მომხმარებლის მიერ დავალიანების დაფარვის შემთხვევაში - მომარაგების აღდგენის სავარაუდო დრო და მოთხოვნის შესრულების ეტაპი;
** გადანაწილებული დავალიანების გადახდის გრაფიკის შესახებ ინფორმაცია;
** აბონენტად რეგისტრაციის შესახებ განაცხადის წარდგენის წესი და პირობები;
** ახალი მომხმარებლის მიერთების წესი და პირობები;
** საწარმოს მიერ მომხმარებელზე ადმინისტრაციული სახდელის დადების შემთხვევაში, მისი გასაჩივრების წესი და ვადა;
** კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები;

კონკურსში მონაწილეობისათვის აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს: რეზიუმე ქართულ ენაზე (CV)

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიონალ გუნდთან მუშაობას;
** მეგობრულ გარემოს;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას;

სამუშაო განრიგი: ცვლიანობის გრაფიკის შესაბამისად;
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ა. მიცკევიჩის ქ 18ა, კომპანიის ადმინისტრაციული შენობა (გამოსაცდელი ეტაპის შემდეგ საქმიანობას შეძლებთ დისტანციურად);
ანაზღაურება შეთანხმებით

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ ფოსტაზე: public@te.ge; vacancies@te.ge (ელფოსტის "subject" ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება).

კომპანიის შესახებ ზოგადი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ისარგებლოთ ჩვენი ოფიციალური გვერდით სოციალურ ქსელში https://www.facebook.com/EnergyTbilisi/ ან ჩვენი ოფიციალური ვებ-გვერდით https://www.te.ge

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |