www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: Delphi დეველოპერი
მომწოდებელი: ალტა სოფთვეარი
გამოქვეყნდა: 16 იანვარი / განცხადების ვადა: 16 თებერვალი

"ალტა სოფთვეარი" აცხადებს ვაკანსიას Delphi დეველოპერის პოზიციაზე.

"ალტა სოფთვეარი" საქართველოში მოწინავე კომპანიაა, რომელიც ქვეყნის ფინანსური სექტორისთვის პროგრამული უზრუნველყოფას ქმნის. ჩვენ ვწერთ სისტემებს, რომლებსაც აქტიურად იყენებენ მომხმარებლები უკვე 25 წელია.

სამუშაოს აღწერა:

ჩვენთან შესაძლებლობა გექნებათ, სრულად შეისწავლოთ საბანკო-საფინანსო პროგრამულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებული პროცესები, ჩაერთვებით ამოცანების განხორციელებასა და კვლევებში.

რას გთავაზობთ:

** კომფორტულ სამუშაო გარემოს
** კონკურენტულ ანაზღაურებას
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** მეგობრულ გუნდთან მუშაობის შესაძლებლობას

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** Embarcadero (Borland) Delphi;
** MS SQL Server;
** მისასალმებელია ინგლისური ენის ცოდნა მუშაობისათვის აუცილებელი ინფორმაციის მოძიებისა და გაგებისათვის საკმარის დონეზე;
** კონფიდენციალურობის დაცვა

საჭირო უნარები:

** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** როგორც დამოუკიდებლად ასევე, გუნდთან მუშაობის უნარი

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@altasoft.ge. ელექტრონული წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - Delphi Developer.

შენიშვნა: განცხადებაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე რეზიუმეს გაგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ თქვენი გადმოგზავნილი მონაცემები, მათ შორის "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული პერსონალური მონაცემები, დამუშავდეს და გადამოწმდეს პოზიციასთან კვალიფიკაციის შესაბამისობის დადგენის მიზნით. გარდა ამისა, "ალტა სოფთვეარი" იტოვებს უფლებას, შეინახოს და დაამუშაოს აღნიშნული მონაცემები გადმოგზავნიდან ერთი წლის მანძილზე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |