www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პრისეილერი
მომწოდებელი: ბი-ემ-ესი
გამოქვეყნდა: 16 იანვარი / განცხადების ვადა: 16 თებერვალი

სადისტრიბუციო კომპანია "BMS" აცხადებს ვაკანსიას ბათუმში, პრისეილერის პოზიციაზე.

კომპანია "BMS" საქართველოს ბაზარზე საქმიანობას ეწევა 2002 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში ერთ-ერთ მზარდ სადისტრიბუციო და მარკეტინგულ კომპანიას, რომელიც ახორციელებს პრემიუმ კლასის ბრენდების: Frosch, Vileda, Basso, Wilkinson Sword, Reggia, OE, Cotoneve, Emsal, Dr. Beckmann და სხვა დისტრიბუციას.

ადგილმდებარეობა: ქ. ბათუმი, სულხან-საბა ორბელიანის 5.

ძირითადი მოთხოვნები:

** სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია მართვის მოწმობა (B კატეგორია);
** აუცილებელია საკუთარი ავტომობილი;
** სასურველია უმაღლესი განათლება;

მოვალეობები:

** მოლაპარაკების წარმოება სავაჭრო წერტილებთან;
** შეკვეთების გაფორმება სავაჭრო წერტილებში;
** სწორი კომუნიკაცია სავაჭრო წერტილების წარმომადგენლებთან;
** დებიტორული დავალიანების კონტროლი;
** მერჩენდაიზინგი, პროდუქციის სათანადოდ განლაგების უზრუნველყოფა;
** სავაჭრო წერტილში პროდუქციის ფასის კონტროლი;
** სარეკლამო მასალების ეფექტური გამოყენება.

ანაზღაურება: მოჭრილი + ბონუსი + მანქანის ცვეთის ხარჯი + საწვავი.
სამუშაო განრიგი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 09:00-18:30 სთ. დასვენება, კვირაში ორი დღე, შაბათი-კვირა.

თუ მზად ხართ იმუშაოთ მზარდ კომპანიაში, გაქვთ სურვილი განვითარდეთ პროფესიულად, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: career@bms.ge. გთხოვთ, შესაბამის ველში (Subject Line) მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |