ქიმია დასუფთავებისა და სამედიცინო სახარჯი მასალების სადისტრიბუციო კომპანია "ენ ენ სერვისი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ჭაბუა ამირეჯიბის 1
სამუშაო დრო: 10:00 სთ- იდან 18:00 სთ- მდე, კვირაში 5 დღე.
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** გაყიდვების მენეჯერის გამოცდილება;
** რუსული და ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესად;
** სამედიცინო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად.
ძირითადი ფუნქცია და მოვალეობები:
** ყოველდღიურად სამიზნე კომპანიების მოძიება და პროდუქციის შეთავაზება;
** კლიენტთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება;
** კომპანიისა და მისი საქმიანობის, ცნობადობის, იმიჯის ამაღლების უზრუნველყოფა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** კომუნიკაბელურობა და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** პრობლემების ანალიზის უნარი;
** სამუშაო სპეციფიკაციასა და ცვლილებებთან სწრაფი ადაპტაციის უნარი;
** შრომისმოყვარეობისა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მიზანდასახულობა და ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა.
ჩვენ გთავაზობთ:
** მაღალ საბონუსე სისტემას;
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
** კარიერული წინსვლის შესაძლებლობას.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: mplast.ge@gmail.com. ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.