www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: რეპორტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: Silkroad Line
გამოქვეყნდა: 16 იანვარი / განცხადების ვადა: 16 თებერვალი

კომპანია "Silk Road Line" რომელიც დაარსდა 2014 წელს მომხმარებლებს სთავაზობს საავტომობილო, საზღვაო და საჰაერო გადაზიდვების ფართო სპექტრს. კომპანია მჭიდროდ თანამშრომლობს ტრანსპორტირების სფეროში მოქმედ საერთაშორისო კომპანიებთან, რაც კლიენტებისთვის მრავალმხრივი მომსახურების მიწოდების საშუალებას იძლევა.

შპს "Silk Road Line" აცხადებს რეპორტინგის მენეჯერის ვაკანსიას.

უშუალო ხელმძღვანელი: კომპანიის დირექტორი

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის აღრიცხვის ფაილების მართვა
** ბიზნეს პროცესების საჭიროებიდან გამომდინარე აღრიცხვისთვის საჭირო ფაილების შემუშავება, შექმნა და მართვა
** კომპანიაში არსებული ანალიტიკური ანგარიშგებების მართვა
** მენეჯმენტთან ერთად ანალიტიკური ანგარიშგებების შემუშავება, შექმნა და მართვა
** დებიტორული და კრედიტორული დავალიანების კონტროლი და ანგარიშგების მართვა
** კომპანიაში არსებული ანგარიშგებების მუდმივი გაუმჯობესება
** საბონუსე სისტემის მიხედვით ბონუსების დათვლა
** ბიუჯეტირება და შესრულების კონტროლი
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მოთხოვნილი სხვადასხვა ტიპის ანგარიშგებების შემუშავება, შექმნა და მართვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

** MS Excel-ის ძალიან მაღალ დონეზე ცოდნა
** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება რეპორტინგის ან/და ანალიტიკის მიმართულებით
** Google Sheet-ის ცოდნა ან/და სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

შერჩევის პროცესი:

** გასაუბრებისთვის კანდიდატების შერჩევა (თუ კანდიდატი არ შეირჩევა გასაუბრებისთვის მასთან დაკავშირება არ მოხდება)
** გასაუბრება
** დავალება
** დავალების შესრულების ხარისხის საფუძველზე კანდიდატის შერჩევა (დაკავშირება მოხდება ყველა კანდიდატთან ვინც დავალებას შეასრულებს)

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: სრული, 10:30 სთ-დან 19 სთ-მდე.
** სახელფასო განაკვეთი: 1500-2500 ლარი გადასახადების გარეშე (კონკრეტული თანხის შეთავაზება მოხდება დავალების შესრულების შემდეგ)
** ადგილმდებარეობა: თბილისი, ჟიული შარტავას ქუჩა N40
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** წელიწადში 5 კალენდარული ანაზღაურებადი დღე დამატებითი შვებულების სახით;
** კორპორატიული წვეულებები და დასვენება; ტრენინგები და სასწავლო მიმართულებების დაფინანსება.

გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელ.მისამართზე: nino@srline.ge.
Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

ჩვენ მოუთმენლად ველით ახალ ნიჭიერ თანამშრომელს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |