კომპანია "გეზ მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი ვალდებულებები:
** ბაზრის კვლევა - ბაზრის მოთხოვნების შესწავლა, კონკურენტების ანალიზი, ახალი ტენდენციების განსაზღვრა
** არსებულ პარტნიორებთან ურთიერთობა; მოლაპარაკებების წარმოება და პროდუქციის დროული მოწოდების უზრუნველყოფა
** კომპანიის მიზნებიდან გამომდინარე, საერთაშორისო ბაზარზე პროდუქტების მოძიება, მოლაპარაკების წარმოება და მოწოდების უზრუნველყოფა
** ფასწარმოქმნის საკითხებთან დაკავშირებით რეკომენდაციების შემუშავება
** გეგმის შესაბამისად სხვადასხვა ღონისძიებების/აქტივობების დაგეგმვა და შესრულების მონიტორინგი
** ბრენდის რეალიზაციის მუდმივი ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (ბიზნეს ადმინისტრირება, ფინანსები)
** ბრენდ მენეჯერად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება (სასურველია ავტოინდუსტრიის მიმართულებით)
** Microsoft Excel-ის ცოდნა მაღალ დონეზე
** ინგლისური ენის ცოდნა მაღალ დონეზე (B2-C1)
პიროვნული თვისებები და უნარები:
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** მოლაპარაკების ეფექტურად წარმოების უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** მათემატიკური უნარები
სამუშაო განაკვეთი: სრული
ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ანაზღაურება: 5 000 ლარი + ჯანმრთელობის დაზღვევა.
გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: info@gezmotors.ge