სატელეკომუნიკაციო კომპანია ს.ს. "გლობალ ერთი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვის სამსახურის სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ცოტნე დადიანის ქ. 7
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (შესაძლებელია სტუდენტიც)
** საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა.
** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება გაყიდვის სფეროში (სასურველია სატელეკომუნიკაციო სფეროში-სატელეფონო და ინტერნეტ მომსახურება)
** სასურველია ავტომანქანისა და მართვის მოწმობის ფლობა
უნარ-ჩვევები:
** კეთილსინდისიერება, საქმისადმი მაღალი პასუხისმგებლობა;
** კარგი პრეზენტაციის უნარი;
** ორიენტაცია გაყიდვების მუდმივ ზრდაზე;
** გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
ძირითადი მოვალეობები:
** პოტენციური კლიენტების მოძიება და მოზიდვა;
** კორპორატიულ კლიენტებთან ურთიერთობა;
** ინტერნეტ და სატელეფონო მომსახურების ეფექტური გაყიდვა.
სამუშაო განაკვეთი: სრული ან თავისუფალი.
ანაზღაურება: ფიქსირებულ ხელფასს პლუს გამომუშავებით, საშუალოდ 500-დან 2500 ლარამდე
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელ-ფოსტით შემდეგ მისამართზე: hr@global-erty.net.
დედლაინი: 15.02.2023.