კომპანია "კოფისტა" სტაბილურად მზარდი ქართული ბრენდია, რომელიც დაარსდა 2015 წელს და წარმოდგენილია 11 "coffee shop"-ით.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: https://www.facebook.com/coffeestaGeo/
Coffee Shop-ების ქსელი "კოფისტა" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
გრაფიკი: 10:00-18:00
დასვენების დღე: კვირაში 2 დღე;
ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარი; ბონუსი: პროცენტი გაყიდვებიდან
ფუნქცია-მოვალეობები:
** პროდუქციის განთავსება სხვადასხვა გაყიდვების გვერდებზე/საიტებზე;
** პროდუქციის დახარისხება და დალაგება საწყობში;
** გაყიდვების ხელშეწყობა, რეალიზაციის ზრდაზე ზრუნვა;
** არსებული პროდუქციის აღწერილობის შესწავლა;
** პოტენციურ მომხმარებლებთან შეხვედრა და პროდუქციის გაცნობა;
** დაინტერესებული მომხმარებლების კონსულტაციის გაწევა და მოლაპარაკების წარმოება;
** პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.
მოთხოვნები:
** აუცილებელია 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით;
** სასურველია უცხო ენების: ინგლისური, რუსული ცოდნა სასაუბრო დონეზე.
უნარ-ჩვევები:
** ენერგიული;
** კომუნიკაბელური;
** დროის მართვის უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** პრეზენტაბელური.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: hr@coffeesta.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.