შპს "აუდიტორნი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის თანაშემწის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** საბუღალტრო გატარებების წარმოება
** მუდმივი კონტროლი არსებულ ანგარიშებზე (დებიტორ-კრედიტორებთან არსებული მდგომარეობა, ფულის მოძრაობა);
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ასაკი 22-დან 40 წლამდე
** უმაღლესი განათლება ეკონომიკურ სფეროში (საბუღალტრო ან ფინანსური განხრით)
** საბუღალტრო პროგრამების ცოდნა ("ორისი" ან "ფინა") ჩაითვლება უპირატესობად
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: Windows, MS Office, Internet
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** პუნქტუალურობა
** ორგანიზებულობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ხელფასი: შეთანხმებით 600 ლარიდან კვალიფიკაციის მიხედვით.
დაინტერესებულ პირებმა გადმოაგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: temurikomladze@yahoo.com არაუგვიანეს 20.02.2023 წ.
გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "ბუღალტრის თანაშემწე", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.