"ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის" მხარდაჭერით "სტრატეგია აღმაშენებლის" პროექტი "ქალები ევროპული მომავლისთვის" გიწვევთ პროექტში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში მცხოვრებ ყველა ქალს.
პროექტის ფარგლებში ქალები მონაწილეობას მიიღებენ საგანმანათლებლო ტრენინგებში და შემაჯამებელ კონფერენციაში. მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
აქტივობების განრიგი:
პირველი ეტაპი მონაწილეები ესწრებიან მათთვის მისაღებ დროსა და ადგილზე ერთ დღიან სამკომპონენტიან ტრენინგს.
რუსთავში - 26 თებერვალს
გორში - 25 მარტს
თელავში - 29 აპრილს
მარნეულში - 27 მაისს
სიღნაღში - 10 ივნისს
მეორე ეტაპი - ტრენინგებში მონაწილეებისგან შეირჩევა 30 ქალი. ისინი მონაწილეობას მიიღებენ ივნისის ბოლოს ორ დღიან გასვლით შეხვედრაში, რომელიც დატვირთული იქნება თეორიულთან ერთად პრაქტიკული სამუშაოებით.
მესამე ეტაპი - 2023 წლის ივლისში თბილისის შემაჯამებელ კონფერენციაში მონაწილეობის საშუალება მიეცემა პროექტში მონაწილე ყველა ქალს, სადაც საზეიმო ვითარებაში გადაეცემათ პროექტში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
ტრენინგის თემატიკა: ლიბერალური დემოკრატიის პრინციპები, გენდერული პოლიტიკა - ხარვეზები პრაქტიკაში, აქტიური მოქალაქეობა, თვითბრენდინგი და ლიდერობის უნარ-ჩვევები, ადვოკატირების კამპანიის დაგეგმვა და წარმოება, მედიასთან კომუნიკაციის სტრატეგია.
პროექტის მიზანია ქალების აქტიურად ჩართვა პოლიტიკაში ევროპული მომავლისთვის. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ყველა აქტივობა ემსახურება საერთო პროდასავლური ორიენტაციისა და ლიბერალური ღირებულებების მქონე აქტიური ქალების თანამშრომლობას, ქალთა ქსელის ფორმალიზებასა და ინსტიტუციურ გაძლიერებას მთელი ქვეყნის მასშტაბით.
მონაწილეობა უფასოა.
მსურველები დარეგისტრირდით 2023 წლის 1 ივნისამდე შემდეგ ბმულზე: shorturl.at/fzGK8
მონაწილეთა შერჩევა მოხდება აპლიკაციების საფუძველზე.
შერჩეულ კანდიდატებს დაუკავშირდებიან და დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან პროექტის საორგანიზაციო ჯგუფის წარმომადგენლები.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დარეკეთ ნომერზე: 595211707; 591051601 ან მოგვწერეთ ელფოსტაზე: wnfgeorgia@gmail.com