"The House Hotel Old Tbilisi" არის "კერტენ ჰოსფითალითის" პირველი ბრენდი რომელიც თბილისში იხსნება. ბუტიკის ტიპის სასტუმრო, აერთიანებს 17 ინდივიდუალურად გაფორმებლ ოთახს, რესტორანს და ღვინის პატარა მარანს. თავად შენობა ქალაქის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რომელიც ძველი თბილისის გულში მდებარეობს და გამოირჩევა კოლორიტული თბილისური აივნებით და ეზოთი.
"The House Hotel Old Tbilisi" აცხადებს ვაკანსიას მასპინძელი/მიმღების პოზიციაზე.
ლოკაცია: თბილისი
ექვემდებარება: მიმღების მენეჯერს
ანაზღაურება: 1000 ლარი + ბონუსი
ძირითადი მოვალეობები:
** სტუმრებისთვის დახმარების გაწევა და კითხვებზე დროული პასუხი პოზიტიური შედეგის მისაღწევად;
** სტუმრებისთვის ეფექტური მიღება-განთავსება-გაწერის პროცედურის უზრუნველყოფა;
** სტუმრისგან უკუკავშირის მიღება და ინფორმაციის შესაბამისი დეპარტამენტებისთვის მიწოდება;
** მაღალი დონის მომსახურების დემონსტრირება;
** სასტუმროს ოთახის კატეგორიების, ფასების, აქციების, პროდუქტებისა და მომსახურებების შესახებ ცოდნის დემონსტრირება ყოველდღიური მოვალეობის შესრულებისას;
** სტუმრებთან პირდაპირი, ტელეფონით და მეილის საშუალებით კომუნიკაცია;
** გაუთვალისწინებელ პრობლემებზე დროული რეაგირება და გადაჭრის გზების მოძიება;
** ყოველდღიური რეპორტების მომზადება.
საჭირო უნარები:
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სასურველია;
** სასტუმროს მართვის სისტემაში მუშაობის გამოცდილება სასურველია;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა აუცილებელია დამატებითი ენა ჩაითვლება უპირატესობად;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
** გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 26 მაისამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vkereselidze@kertenhospitality.com და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
მოცემულ ვაკანსიას შესაძლოა დაემატოს პუნქტები ან შეცვალოს ზემოთმოყვანილი აღწერილობა.