www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საგრანტო პროგრამა არაკომერციული ბიზნესასოციაციებისთვის
მომწოდებელი: USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა
თანდართული ფაილი: 39796_RFA_CBG_011_0224_1994389.zip
გამოქვეყნდა: 24 თებერვალი / განცხადების ვადა: 28 მარტი

"USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა" აცხადებს ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების საგრანტო პროგრამის ახალ რაუნდს, რომლის მიზანია სექტორული და მულტიპროფილური ბიზნესს ასოციაციების1 მხარდაჭერა. აღნიშნული საგრანტო პროგრამის მეშვეობით USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა, ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან კოორდინირებით გეგმავს ბიზნეს ასოციაციების მხარდაჭერას, რომლებიც მოღვაწეობენ ადგილობრივ ღვინის სექტორში, რათა ხელი შეეწყოს საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციას. ორგანიზაციის ინსტიტუციური და ტექნიკური შესაძლებლობების განვითარების გრანტები გაიცემა და განხორციელდება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და აშშ-ის მთავრობის დებულებებისა და USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის გრანტების ადმინისტრირების შიდა პოლიტიკის შესაბამისად.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 28 მარტი (დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. ამ მოთხოვნის "III ნაწილი. ინფორმაცია განაცხადის წარდგენის შესახებ").

განაცხადის წარდგენის და შევსების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღების მიზნით, USAID- ის სოფლის მეურნეობის პროგრამა ჩაატარებს საინფორმაციო შეხვედრას 2023 წლის 7 მარტს, 14:00 საათზე (მისამართი: ქ. თბილისი, მ. კოსტავას ქ. 47, ოთახი 22). განმცხადებლებს, ასევე, შეუძლიათ კითხვების დასმა ელ.ფოსტის საშუალებით (grants@apgeorgia.org) 2023 წლის 10 მარტი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |