უძრავი ქონების სააგენტო "KeyGroup" აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების აგენტის პოზიციაზე.
ვეძებთ ენერგიულ და შრომისმოყვარე კანდიდატებს.
ფუნქცია-მოვალეობები:
** განცხადებების დადება;
** კლიენტებთან სატელეფონო და ვერბალური კომუნიკაცია;
** ობიექტზე შეხვედრა;
საჭირო მოთხოვნები:
** გამართული კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** ორგანიზებულობა და მაღალ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;
** პრეზენტაციის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად (ინგლისური/რუსული);
** უპირატესობად ჩაითვლება გამოცდილება გაყიდვებში.
სამუშაო გრაფიკი: სრული.
ანაზღაურება: გამომუშავებით (1000-5000 ლარის ფარგლებში ან მეტი) - დამოკიდებულია დასაქმებულის შესაძლებლობებზე.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე მეილზე: keygroupgeorgia@gmail.com.