www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სამუშაოთა მწარმოებელი
მომწოდებელი: HICC
გამოქვეყნდა: 28 თებერვალი / განცხადების ვადა: 28 მარტი

შპს "ჰიქ ქომფანი" წარმოადგენს მრავალპროფილურ კომპანიას. ჩვენი სერვისები მოიცავს, როგორც პროექტირებას, ასევე მშენებლობასა და რემონტს. განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებგვერდზე: http://www.hicc.ge

შპს "ჰიქ ქომფანი" აცხადებს ვაკანსიას სამუშაოთა მწარმოებლის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** პროექტის შესწავლა
** გეგმა-გრაფიკის მიხედვით სამუშაოების წარმოება
** შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი
** დეფექტური აქტების წარმოება
** ტაბელების წარმოება (ადამიანური რესურსისა და ტექნიკების აღწერა)
** ყოველდღიური რეპორტის წარმოება
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაწერილი პროცედურის ყოველდღიურ რეჟიმში წარმოება და გადმოგზავნა
** ყოველი მომდევნო დღის დაგეგმილი სამუშაოების მოკლე ჩამონათვალი
** სამშენებლო მოედნებზე უსაფრთხოების წესების კონტროლი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სამშენებლო ინჟინერიის მიმართულებით
** სამშენებლო ნახაზის წაკითხვის ცოდნა
** AutoCAd, MS Office
** სასურველია, შრომის უსაფრთხოების სერტიფიკატი
** სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე 2 წელი

უნარები:

** ანალიტიკური აზროვნება
** დეტალებისადმი ორიენტირებული

ჩვენ გთავაზობთ:

** ინდივიდუალური კორპორაციული ჯანმრთელობის დაზღვევის სრულად დაფინანსებას
** საპენსიო შენატანის დაფინანსებას
** სტაბილურ სამსახურსა და კონკურენტულ, მზარდ ანაზღაურებას
** მეგობრულ და სასიამოვნო გარემოს
** მუდმივ განვითარებაზე ზრუნვას

შერჩევის ეტაპები:

** აპლიკაციების გადარჩევა
** შერჩეულ კანდიდატებთან ინდივიდუალური გასაუბრება

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნეთ მეილზე: Tamta@hicc.ge დასახელებით "სამუშაოთა მწარმოებელი".

მოცემულ მეილზე აპლიკაციის გაგზავნით თანხმობას ვაცხადებ, რომ ვაცნობიერებ შემდეგ გარემოებას: დამსაქმებელი უფლებამოსილია მოითხოვოს, შეაგროვოს და დაამუშაოს, როგორც პერსონალური ინფორმაცია, ასევე განსაკუთრებული კატეგორიის ინფორმაცია (ნასამართლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, საკრედიტო ვალდებულებების შესახებ ინფორმაცია), რომლის გამოყენების მიზანი არის მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობებისგან ეფექტური სარგებლის მიღება (მათ შორის, კვალიფიციური კადრების შერჩევა, შრომითი ხელშეკრულების დადება, თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება, მხარეთა უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვა, თანამშრომელთა ჯანმრთელობის დაზღვევა და სხვა). ამასთანავე, კანდიდატი/დასაქმებული აცხადებს თანხმობას მასზე, რომ დამსაქმებელი უფლებამოსილია გამოიყენოს და გადასცეს დასაქმებულის შესახებ ინფორმაცია, როგორც დამსაქმებლის მმართველ სამეთვალყურეო საბჭოს, შვილობილს თუ მესამე მხარეს, არსებული შრომითი ურთიერთობის ეფექტურად და მხარეთათვის ურთიერთ სასარგებლოდ განხორციელების მიზნით. კანდიდატი/დასაქმებული ასევე აცხადებს თანხმობას, რომ მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობის არ დადგომის/მოშლის შემთხვევაში დამსაქმებელი უფლებამოსილია კანდიდატის არ დასაქმების შემთხვევაში 1 (ერთი) წლის განმავლობაში შეინახოს და დაამუშაოს ინფორმაცია, ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში კი 5 (ხუთი) წლის განმავლობაში დაამუშაოს და შეინახოს დასაქმებულის შესახებ ინფორმაცია იმავე მიზნებისთვის, რა მიზნებისთვისაც მოხდა აღნიშნული მონაცემების მოპოვება. ასევე კანდიდატი/დასაქმებული თანხმობას აცხადებს, რომ პოტენციურ დამსაქმებელს გადაეცეს მონაცემი ნებისმიერი მონაცემთა დამმუშავებლისგან (მათ შორის, საჯარო, კერძო, ფიზიკური პირი და ა.შ.), მათ შორის და არა მხოლოდ: "შსს მომსახურების სააგენტო", "სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო", "პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექცია" და ა.შ. პერსონალური მონაცემების გამოთხოვის საჭიროებას განსაზღვრავს დასაქმების კანდიდატი და აცნობიერებს, რომ წინამდებარე თანხმობის გაცემით დამსაქმებელი არ იღებს რაიმე ვალდებულებას თანხმობის გამცემის მიმართ. მათ შორის, არ არის ვალდებული გააფორმოს დასაქმების კანდიდატთან შრომითი ხელშეკრულება. კანონმდებლობის შესაბამისად, კანდიდატი/დასაქმებული უფლებამოსილია ა) მოითხოვოს ინფორმაცია მის შესახებ არსებულ მონაცემებზე; ბ) მოითხოვოს მის შესახებ არსებული მონაცემების განადგურება.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |