სს "თიბისი დაზღვევა" მომხმარებელს სთავაზობს სადაზღვევო პროდუქტების ფართო სპექტრს, როგორც საცალო, ისე კორპორატიული დაზღვევის მიმართულებით.
"თიბისი დაზღვევის" მუშაობის მთავარ პრინციპებს წარმოადგენს: მომსახურების ხარისხი, ინოვაციური პროდუქტები და მომხმარებლისადმი ინდივიდუალური მიდგომა.
სს "თიბისი დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიას სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევის მომხმარებლების მომსახურების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
განაკვეთი: ორშაბათი - ხუთშაბათი: 10:00 - 19:00
პარასკევი: 10:00 - 17:00
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში:
** შეგეძლებათ იმუშაოთ თანამედროვე, კომფორტულ გარემოში;
** გექნებათ კარიერის განვითარების შესაძლებლობა;
** იმუშავებთ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად.
ფუნქცია-მოვალეობები:
** ახალი ჯანმრთელობის ხელშეკრულებებისთვის დაზღვეულთა სიის გავლა, არსებულ სტანდარტთან შესაბამისობაში მოყვანა;
** კლიენტების სადაზღვევო პრემიების ჩარიცხვების უზრუნველყოფა (ფინანსური შედარებების გაკეთება შესაბამის სამსახურებთან კოორდინაციით);
** ჯანმრთელობის დაზღვევის სიებში ცვლილებების შეტანა (დამატება/გაუქმება/ბარათის ცვლილება);
** კლიენტების HR პორტალზე დარეგისტრირებასა და ცვლილებების ასახვაში დახმარება;
** არსებული/მოქმედი კლიენტების არასტანდარტული მოთხოვნების ანდერაიტინგთან შეთანხმება;
** სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება/კონტროლი;
** ამლ დოკუმენტების მომზადება/კონტროლი;
** ჯანმრთელობის დაზღვევის ხელშეკრულებების განახლების კონტროლი (CRM-ის პროგრამულ უზრუნველყოფასთან ინტეგრაციამდე).
** კლიენტებთან პოლისების გაგზავნის და ხელმოწერილი პოლისების დაბრუნების უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
პიროვნული თვისებები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დროის მართვის უნარი.
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tbcinsurance.ge 2023 წლის 31 მარტის ჩათვლით.
გთხოვთ, თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევის მომხმარებლების მომსახურების მენეჯერი".
სს "თიბისი დაზღვევა" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ: ცხელი ხაზი 032 2 242 22 22 *313; ელ ფოსტა: Incident_Compliance@tbcinsurance.ge.
გაცნობებთ, რომ სს "თიბისი დაზღვევა" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.
სს "თიბისი დაზღვევა" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის.